წმინდა ნიკოლოზ მისტიკოსი (+925) - 16 (29) მაისი
წმინდა ნიკოლოზ მისტიკოსი (+925) - 16 (29) მაისი
წმინდა ნიკოლოზი 852 წელს დაიბადა სამხრეთ იტალიაში. მისი ოჯახი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ფოტიოსს ენათესავებოდა და ნიკოლოზიც ახალგაზრდობაში, როგორც პატრიარქის ძმისშვილი, კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა. წმინდა ნიკოლოზმა მომავალ იმპერატორ ლეონ VI-სთან ერთად პატრიარქის ხელმძღვანელობითა და ყურადღებით კარგი განათლება მიიღო და სულიერადაც განმტკიცდა, გაიზარდა.

მას მერე, რაც 868 წელს წმინდა ფოტიოსი მეორედ ჩამოაგდეს ტახტიდან, მისი მომხრეების დევნაც დაიწყეს. წმინდა ნიკოლოზი იძულებული გახდა, ქალკედონში წასულიყო და წმინდა ტრიფონის მონასტერში მონაზვნად აღკვეცილიყო. მალე ლეონ VI ბრძენად წოდებულმა გაიხსენა თანამოსწავლე, დედაქალაქში დააბრუნა, სენატორად და "მისტიკოსად" - პირად მდივნად დაადგინა. მას საიდუმლო საქმეებს ავალებდა.

901 წელს წმინდა ნიკოლოზი კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს. პატრიარქი ექვსი წელი მუხლჩაუხრელად იღვწოდა და ეკლესიაში წესრიგი დაამყარა.

სწორედ ამ დროს მოხდა კონფლიქტი პატრიარქსა და საერო ხელისუფლებას შორის. იმპერატორ ლეონს ჰყავდა ხარჭა ზოია, რომელმაც მას ვაჟი, მომავალი იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი, გაუჩინა. მესამე ცოლის სიკვდილის შემდეგ იმპერატორმა გადაწყვიტა, ზოია ცოლად შეერთო. წმინდა ნიკოლოზი ბავშვის მონათვლაზე დათანხმდა, თუმცა უარი განუცხადა მისთვის ჯვარი მეოთხედ დაეწერა, რადგან ამას მკაცრად კრძალავს საეკლესიო კანონები. მანამდე ცოტა ხნით ადრე ლეონმა ეს კანონი თვითონვე დაამტკიცა დეკრეტით. თუმცა სამი დღის შემდეგ ვინმე უბრალო მღვდელმა იმპერატორს ჯვარი დასწერა. მაშინ წმინდა ნიკოლოზმა იმპერატორი ეკლესიიდან განკვეთა და ტაძარში შესვლა აუკრძალა. განრისხებულმა ლეონმა აიძულა იგი, პატრიარქის ტახტზე უარი ეთქვა და მერე ძალით ჩასვეს ქალკედონში მიმავალ გემზე. როცა აზიის სანაპიროს მიადგნენ, თოვლი იდო. პატრიარქი ფეხით წავიდა გალაკრინის მონასტერში, რომელიც ოდესღაც მან დააარსა.

მის ნაცვლად კონსტანტინოპოლის ტახტზე იმპერატორმა მღვდელმთავარი ექვთიმე მიიწვია. იმავე წელს გაიმართა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ პაპის ლეგატები, აღმოსავლეთის პატრიარქები. კრებამ იმპერატორი ეკლესიაში დააბრუნა და გამონაკლისის სახით მას მეოთხედ დაქორწინების ნება მისცა. პატრიარქ ნიკოლოზის მომხრეებს ამის მერე დევნა დაუწყეს და ეკლესიაში შფოთი ატყდა.

ლეონის სიკვდილის შემდეგ (912 წ.), მალევე, მისმა ძმამ ალექსანდრემ აასრულა მმართველის უკანასკნელი ნება - წმინდა ნიკოლოზი პატრიარქის ტახტზე დააბრუნა. შემდეგ წელს იმპერატორი ალექსანდრე გარდაიცვალა და პატრიარქი შვიდი წლის ყრმის, კონსტანტინე VII-ს რეგენტთა საბჭოს მეთაური გახდა. და მცირე ხნით სახელმწიფოს პირველი პირიც იყო. ამ დროს განსაცდელები დაატყდა იმპერიას: ჩაახშეს მთავარსარდალ კონსტანტინე დუკას ჯანყი, მან იმპერატორის ტიტული უბოძა ბულგარეთის მეფეს სიმეონს, რომელმაც ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს. ამ ტიტულის მიღების შემდეგ სიმეონმა ალყა მოხსნა და უკან გაბრუნდა. რომის პაპ იოანე X-ის თხოვნით, წმინდა ნიკოლოზმა იტალიაში არაბების წინააღმდეგ სამხედრო ექსპედიცია გააგზავნა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ქრის¬ტიანთა გაერთიანებულმა ძალებმა დაამარცხეს მუსლიმანები და იტალიის მიწიდან გააძევეს. ამასთან პატრიარქს ზოგ საკითხზე ბაღდადის ხალიფასთან ჰქონდა მიმოწერა.

დედოფალი ზოია არ დაეთანხმა ბულგარელებთან პოლიტიკურ კომპრომისს, ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, წმინდა ნიკოლოზს მხოლოდ საეკლესიო უფლებამოსილება დაუტოვა და განაახლა სამხედრო მოქმედება ბულგარების წინააღმდეგ, რაც ბიზანტიის არმიის დამარცხებით დამთავრდა (917 წ.). იმპერიაში კატასტროფული მდგომარეობა იქამდე მივიდა, რომ რომანოზ ლეკაპინმა (919 წ.) დაამყარა ძლიერი სამხედრო რეჟიმი და თანამმართველი და სიმამრი გახდა კონსტანტინე VII-სა. შემდგომში წმინდა ნიკოლოზი აქტიურად მხარს უჭერდა რომანოზს ბულგარების ზეწოლის მოგერიებაში, მან ეს ორი მმართველი შეახვედრა კიდეც ერთმანეთს, რომელმაც ზღვარი დაუდო სამხედრო მოქმედებებს (923 წ.).

წმინდა ნიკოლოზი წარმატებული იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობაში. პატრიარქმა შეძლო და მოიწვია შემრიგებლური კრება (920 წ.), რომელმაც შეწყვიტა ეკლესიაში ატეხილი შფოთი, მეოთხედ ქორწინებას რომ ეხებოდა.

ამის გარდა, წმინდა მღვდელმთავარი აქტიურად იღვწოდა საეკლესიო მისიის გასაგზავნად ალანებთან და ხაზარებთან, მას მიმოწერა ჰქონდა სომეხთა მთავარ აშოტთან, რომელსაც ეკლესიის წიაღში სურდა დაბრუნება, მოაწესრიგა ურთიერთობა რომის ეკლესიასთან.

წმინდა ნიკოლოზი გალაკრინის მონასტერში 925 წლის 15 მაისს გარდაიცვალა.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat