კადნიერად გაიყვანეს გარეთ "წმიდაი იგი ვერძი... ჭეშმარიტად მსხვერპლი ცოდვათათვის სამეფოისა თვისისა, ჭეშმარიტად მსხვერპლი მითუალული ზეცისა საკურთხეველად და წარკვეთეს სამღვდელოი თავი მისი". მეფის წმინდა ცხედარი დიდი პატივით დაკრძალეს მისსავე აშენებულ ტაძარში.
პირველმოწამე მეფე თიანეთის რაიონში, სოფელ ნადოკრაში, სიონის გორაზე მდებარე მცირე ზომის ეკლესიაშია დასაფლავებული. მის გვერდით აგებულ ტაძარში, სავარაუდოდ, წმინდა არჩილის მეუღლეა დაკრძალული.


წმინდა არჩილ მეფის მონასტერი ნადოკრაში


მონასტრის წმინდა ტრაპეზი. მეცნიერთა ვარაუდით იგი მეფე არჩილის საფლავის ქვა იყო;
მე-19 საუკუნის დროინდელი ფოტო. ტაძრის წინ დგას ბერი ეფრემი (დიდებაშვილი).
ხატი დაწერილია ვიტალი დვალის მიერ