მაგალითი გვჭირდება, წმინდა მაგალითი მტრის სიყვარულისა. სწორედ ამგვარი გახლავთ ამბავი წმინდა ბენედიქტე ნურსიელის (ხს.14 (27) მარტს) ცხოვრებიდან.
აი რას მოგვითხრობს წმინდა გრიგოლ დიალოგოსი: წმინდა ბენედიქტეს მონასტერი... მალე ხალხით აივსო. ჩვენი უფალი ღმერთის, იესო ქრისტესადმი ცეცხლებრივ სიყვარულით ანთებულნი მრავალნი დაუტევებდნენ ერისკაცულ ცხოვრებას და მოუდრეკდნენ გულსა თვისსა მაცხოვრის მსუბუქ ტვირთს. მაგრამ რადგან ბიწიერ ხალხს ჩვეულებისამებრ არ დაენახვებათ სხვების სათნოებათა სიკეთე და არც ის უნდათ, რომ იგი თვითონაც ჰქონდეთ, ამიტომაც მეზობელი ტაძრის დეკანოზმა ფლორენციმ, პაპამ იპოდიაკვნის ფლორენცისა, კაცთა მოდგმის უძველესი მტრის ბოროტებით აღძრულმა სცადა, მიებაძა წმინდა კაცის (ბენედიქტე) საქმიანობისთვის, თანაც დაემდაბლებინა მისი ქმედება და თუ ვინმეს, მისკენ მიმავალს შეაჩერებდა, მასთან არ მიეშვა. ხოლო როცა მიხვდა, ბენედიქტეს წარმატებას წინ ვერ აღუდგებოდა, მეტი სიძულვილით და ბოროტებით აივსო. მისნაირი ქება-დიდება კი სურდა, მაგრამ მასავით საქებარ ცხოვრებას არ აპირებდა. სიძულვილით დაბრმავებულმა ყოვლისშემძლე ღვთის მონას, თითქოსდა ნიშნად კურთხევისა, მოწამლული პური გაუგზავნა. ღვთის კაცმა მადლიერებით მიიღო იგი, მაგრამ პურში ჩამალული საწამლავი არ დაიმალა. ღირს ბენედიქტეს ერთი ყორანი ჰყავდა მიჩვეული - სადილობის ჟამს მოფრინდებოდა და მისი ხელიდან პურს კენკავდა. ღირსმა ბენედიქტემ ამ ყორანს წინ დაუდო დეკანოზის გამოგზავნილი პური და უბრძანა: - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, აიღე ეს პური და ისეთ ადგილას წაიღე, კაცთაგან ვერავინ მიაგნოსო. ყორანი ფრთებგაფარჩხული დახტოდა, ყრანტალებდა, თითქოს ამბობდა, პურის წაღება არ მინდა, მაგრამ ბრძანების შეუსრულებლობაც არ შემიძლიაო. ღვთის კაცის ხელმეორე ბრძანებას დაჰყვა და პური შორს წაიღო. სამი საათის შემდეგ მობრუნდა და ღვთის კაცის ხელთაგან საკენკი მიიღო. ბენედიქტე მიხვდა, რომ დეკანოზი სიკვდილს უპირებდა და საკუთარ თავზე მეტად შეეწყალა იგი. დეკანოზმა, რაკი მოძღვარი ვერ მოკლა, გადაწყვიტა, მოწაფეთა სულები დაეღუპა. იმ მონასტრის ბაღში, სადაც ბენედიქტე იმყოფებოდა, შვიდი შიშველი ქალი გაგზავნა, რათა მათ მოწაფეთა თვალწინ ეცეკვათ და მათში ბოროტი ვნებები აღეძრათ. ბენედიქტე ამას თავისი კელიიდან უცქერდა და ეშინოდა, თავისი ახალბედა მოწაფეთა დაცემისა. ეს ერთადერთი მხოლოდ მისადმი მტრობით ახსნა, ამიტომ მოაწესრიგა მონასტრის ცხოვრება, დაუდგინა ძმებს წინამძღვარი, თვითონ კი, რამდენიმე ძმასთან ერთად, სხვაგან წავიდა. დეკანოზი ყოვლადძლიერმა ღმერთმა საშინლად დასაჯა. ის სათბურში იდგა, როცა ბენედიქტეს წასვლის ამბავი შეიტყო და ხარობდა თავისი წარმატებით. ამ დროს სათბური ჩამოინგრა (სახლი უვნებელი დარჩა) და გასრისა ბენედიქტეს მტერი. ღვთის კაცის მოწაფემ, მავრმა, მაშინვე აცნობა ეს ბენედიქტეს, რომელიც ამ ადგილიდან ათი მილის მოშორებით იმყოფებოდა. "დაბრუნდი, - უთხრა მას მოწაფემ, - შენი მდევნელი დაიღუპაო". ეს რომ ღვთის კაცმა შეიტყო, მწარედ ატირდა. შეაწუხა მტრის დაღუპვამ და იმანაც, რომ მის მოწაფეს მტრის სიკვდილი გაუხარდა. მან ეპიტიმია დაადო თავის მოწაფეს, მასზედ, რომ მისი სიკვდილი გაეხარდა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი