ღირსი სიმონ დაიბაბელი (+1941) - 19 მარტი (1 აპრილი)
ღირსი სიმონ დაიბაბელი (+1941) - 19 მარტი (1 აპრილი)
ღირსი სიმონ დაიბაბელი, ერისკაცობაში საბა პოპოვიჩი, დაიბადა 1854 წლის 19 დეკემბერს ჩერნოგორიის ქალაქ ცეტინში. ადრე დაობლებული პაპა მილანმა და მისმა ძმამ, სამრევლო მღვდელმა ლაზო პოპოვიჩმა აღზარდეს, რომელმაც მონათლა პატარა საბა და იზრუნა მისი მართლმადიდებლური აღზრდისთვის. საბამ მონასტრის სკოლა დაამთავრა. როცა წამოიზარდა, სწავლის გაგრძელება მოისურვა. ჩერნოგორიის მიტროპოლიტის კურთხევით და მხარდაჭერით იგი რუსეთის ეკლესიის სტიპენდიატი გახდა. დაამთავრა კიევის სასულიერო სემინარია და აკადემია. მისი მოძღვარი სქემმღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი გახდა.

აკადემიის დასრულების შემდეგ საბამ საერო მეცნიერება შეისწავლა. პარიზში, სორბონაში, ფილოსოფიას სწავლობდა, ხოლო ჟენევაში ერთ პროტესტანტულ სემინარიაში ლექციებს უსმენდა. მაგრამ ვერც დასავლეთის სამყაროს გაცნობამ, ვერც მისმა მოდამ და საერო კაცის დიდებამ ვერ მოხიბლა. უკან დაბრუნდა და კიევის მღვიმევის მონასტერში ბერად აღიკვეცა სიმონის სახელით. აღკვეცის შემდეგ, მალევე მღვდლად ხელი დაასხეს. ჩერნოგორიაში დაბრუნების წინ მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა დალოცა და თავისი ბიბლიოთეკიდან უამრავი წიგნი აჩუქა.

წმინდანი 1888 წელს დაბრუნდა ჩერნოგორიაში. თავიდან სკადარის ტბასთან მდებარე ვრანინის მონასტერში გაამწესეს. იქ ერთი წელი იცხოვრა, მაგრამ მალარიით გახდა ავად და სახელგანთქმულ ოსტროგის (ციხე-ქალაქის) მონასტერში გადაიყვანეს. აქ ჩერნოგორიის მიტროპოლიტის, მიტროფანეს კურთხევით დაარსებულ სკოლაში ასწავლიდა. წმინდა სიმონმა ორჯერ მოილოცა წმინდა მიწა და ათონის მთა.

ერთხელ ციხე-ქალაქის მონასტერში პეტკო ივეზიჩი მოვიდა, სოფელ დაიბაბის ღარიბი გლეხი და მამა სიმონს მოუყვა თავისი ხილვის შესახებ: 1890 წელს ცხადში ერთ განმარტოებულ ადგილას მას უცნობი მამა გამოეცხადა ოქროსფერი შესამოსელით, თავზე ჯვარსახოვანი ქუდი ეხურა. კაცმა უთხრა: "ნუ ფიქრობ, რომ ბოროტი სული ვარ, მე წმინდანი ვარ და აქ დამმარხეს, და თურქებისგან დამმალეს, მე ამ მხარის მოწაფე ვიყავი და მოწაფე დიდი წმინდანისა... მინდა, რომ აქ მონასტერი ამიშენო". ობოლმა პეტკომ შესჩივლა: "მე ღარიბი ვარ, მამაო". "მდიდარი არცა მჭირდება. მთავარია, გინდოდეს. თავიდან პატარა ეკლესია ამიშენე".

მამა სიმონი მიხვდა, რომ საუბარი ეხებოდა წმინდა საბა სერბის მოწაფეს, რომლის წმინდა ნაწილებიც მონაზვნებმა თურქებისგან გადამალეს, რათა არ შეებილწათ სიწმინდე. თუმცა პეტკომ, როცა ამ ხილვას ჰყვებოდა, არ იცოდა ეს ისტორია, რადგან უსწავლელი იყო და ეს ამბავი მხოლოდ განათლებულმა ხალხმა იცოდა. ღირსმა სიმონმა გადაწყვიტა წმინდანის ნების აღსრულებაში დახმარებოდა ახალგაზრდას. ეს ჩანაფიქრი აკურთხა მიტროპოლიტმა და მოიწონა ჩერნოგორიის მეფე ნიკოლოზ პირველმა. სოფელ დაიბაბის სიახლოვეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ააშენეს, რომელიც 1897 წელს ეკურთხა. ტაძარი თავისებურად უნიკალურია. გარედან ეკლესიის ფასადი აქვს, კლდეზეა მიშენებული. აქეთ-იქით ორი სამრეკლოა აგებული. შიგნით შესული კაცი კი მღვიმეში აღმოჩნდება, რომლის კედლებიც წმინდა სიმონის მიერ არის მოხატული.

რაც შეეხება პეტკო ივეზიჩს? ის წმინდა სიმონს დაუდგა მორჩილად, პლატონის სახელით მონაზვნად აღიკვეცა და ღრმა სიბერემდე ემსახურებოდა დაიბაბეს მონასტერს, როგორც მღვდელ-მონაზონი. თვითონ წმინდა სიმონი ამ განმარტოებულ ადგილას მთელი დარჩენილი ცხოვრება, თითქმის ნახევარი საუკუნე, სულიერ ღვაწლს მიეცა. მან ღვთისაგან დაფარულმცოდნელობის და კურნების მადლი მიიღო. მისთვის არაფერი იყო დაფარული რაც ხალხის გულებში ხდებოდა და მისი ლოცვით სნეულები იკურნებოდნენ. მას დიდად აფასებდნენ თანამედროვენი, წმინდა ნიკოლოზ სერბი "წმინდა მონაზონს" ეძახდა. წმინდა სიმონის გარშემო რამდენიმე მოწაფე შეიკრიბა, მათ შორის გამორჩეული იყო იღუმენი თეოფილე (პოპოვიჩი). წმინდა სიმონმა ძმათა მკვლელი ომი იწინასწარმეტყველა, მაგრამ მის აღსრულებამდე უფალმა გაიყვანა იგი ამქვეყნიდან. წმინდანი 1941 წლის 1-ელ აპრილს (ახალი სტილით) მშვიდად მიიცვალა. 1996 წელს მოხდა მისი წმინდა ნაწილთა აღმოყვანება. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2010 წლის 2 მაისს ღირსი სიმონი წმინდანად შერაცხა მამა იუსტინე პოპოვიჩთან ერთად. ღირსი სიმონის წმინდა ნაწილები მის მღვიმეშია დასვენებული და შეეწევა მასთან სარწმუნოებით მისულ ადამიანებს.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat