წმინდა აღაპიტე აღმსარებელი, სანაიდელი ეპისკოპოსი (IV) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა აღაპიტე აღმსარებელი, სანაიდელი ეპისკოპოსი (IV) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი აღაპიტე იმპერატორების დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს დაიბადა კაპადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ახალგაზრდობისასვე ბერად შედგა თავისი მხარის ერთ-ერთ მონასტერში, სადაც ათასზე მეტი ბერი მოსაგრეობდა. აქ ისწავლა მონაზვნობის ხელოვნება და აღსრულება უფლის მცნებებისა. ისე მკაცრად და მოშურნედ მოსაგრეობდა, რომ მონასტერში განაცვიფრებდა ყველას და მის მიმართ საყოველთაო სიყვარულით განაწყობდა. ტანთ მერქნით მობლარდნილი სამოსი ეცვა, საკვებიც ამგვარივე - მწირი და უნდო ჰქონდა. მარადის მღვიძარებდა, პატივს მიაგებდა სავანის მამებს, ყველას თავის უფროსად თვლიდა და ცდილობდა, მათთვის მონაზვნური ცხოვრება შეემსუბუქებინა. ამგვარი მოღვაწეობის გამო უფალმა სასწაულმოქმედების მადლი უბოძა. მან ლოცვით ერთხელ გველი მოაკვდინა და განკურნა გოგონა, რომელიც მძიმე სნეულებით იტანჯებოდა.

როცა იმპერატორმა ლიცინიუსმა შეიტყო, რომ ღირსი აღაპიტე ფიზიკურად ძალზე ძლიერი იყო, ბრძანა, სავანი¬დან ძალით გამოეყვანათ და თავის მეომართა შორის განამწესა. სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, ღირსი აღაპიტე არც მონაზვნურ ღვაწლს დაუტევებდა და უფლისაგან უფრო დიდი მადლი ებოძა, მარტო მისი გამოჩენაც კი კურნავდა სნეულებს, როგორც ადამიანებს, ისე პირუტყვს - ცხენებს, ჯორებს და სხვა ცხოველებს. ამ დროს ლიცინიუსმა ქრისტიანების დევნა დაიწყო და დიდებული მარტვილები - ვიქტორი, დოროთე, თეოდულე, აღრიპა და მრავალი სხვანი, მისი ბრძანებით ქრისტეს რწმენისთვის სასტიკად აწამეს. ღირსმა აღაპიტემ მოისურვა მათ შორის ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ისინი ქრისტესთვის მოაკვდინეს, ღირსი აღაპიტეც დაჭრეს მახვილით, მაგრამ უფალმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა, რათა შემდგომში მას მრავალი გადაერჩინა.

მალე ლიცინიუსი მოკვდა და, ღვთის ნებით, მთელ იმპერიაში კონსტანტინე დიდი გამეფდა. იმპერატორს ერთი საყვარელი მსახური ჰყავდა, რომელიც არაწმინდა სულით იყო შეპყრობილი. როცა ღირსი აღაპიტეს შესახებ შეიტყო, იმპერატორმა ის თავისთან მიიხმო, მიუყვანა მას თავისი ავადმყოფი მსახური და მისი განკურნება სთხოვა. ღირსმა მამამ ილოცა და სნეული მაშინვე განიკურნა. იმპერატორმა მისი დაჯილდოება მოისურვა. მაგრამ ღირსმა აღაპიტემ უთხრა, სხვა არაფერი მინდა, მხოლოდ ნება მომეცი, რომ სამხედრო სამსახური დავუტევო და ჩემს საყვარელ მონაზვნურ ცხოვრებას დავუბრუნდეო. იმპერატორმა ნება მისცა და წმინდა აღაპიტე დაბრუნდა თავის მონასტერში, სადაც ადრე მოსაგრეობდა. მცირე ხნის შემდეგ ქალაქ სინადას ეპისკოპოსმა ღირსი აღაპიტე იხმო და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ხუცესად ხელნი დაასხა, ამის მერე მალევე მღვდელმთავარი გარდაიცვალა.

მაშინ, ღვთის ნებით, სამღვდელოებამ და მორწმუნე ერმა წმინდა აღაპიტე ეპისკოპოსად დაადგინა. ეპისკოპოსად კურთხევისთანავე ღმერთმა მას წინასწარმეტყველური ხედვის მადლი მიანიჭა. ეს ნიჭი შემდეგ შემთხვევებში გამომჟღავნდა: ერთი ქალი ახალ ეპისკოპოსთან კურთხევისთვის მივიდა. მღვდელმთავარმა ქალს, ყრმობიდან მოყოლებული, თავისი წარსული შეახსენა და დამოძღვრა. ქალმა მტკიცედ განიზრახა, რომ ამიერიდან ღვთისმოშიშად ეცხოვრა. შემდგომ ღირსმა აღაპიტემ ქალწულის გახრწნაში ერთი ჰერაკლიელი დიაკვანი ამხილა, როცა ის მასთან კურთხევის ასაღებად მივიდა.

წმინდა აღაპიტეს ერთხელ ქალაქ სილანდის ეპისკოპოსმა შესჩივლა, ქალაქის მეზობელი მდინარე ზამთარში დიდდება, ნაპირიდან გადმოდის, მინდვრებსა და ბაღებს ტბორავს და ნათესებს აფუჭებსო. ღირსმა აღაპიტემ ილოცა და მდინარემ კალაპოტი შეიცვალა.

მრავალი სნეული განკურნებულა წმინდანის ნათქვამი ერთი სიტყვით, ერთი შეხებით და თვით მისი ჩრდილიც კი კურნავდა. დაასრულა რა თავისი ღვთისმოსავი და ღვთივსათნო ცხოვრება ღირსმა აღაპიტემ, ღრმად მოხუცებულმა მშვიდად ჩააბარა სული თვისი უფალს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat