კონსტანტინე დიდის დროს მოღვაწეობდა კიდევ ერთი წმინდა მღვდელმთავარი პართენი, ქალაქ ლამპსაკის ეპისკოპოსი.
ღირსი პართენი დაიბადა ქალაქ მელიტოპოლში (მცირე აზია), სადაც მამამისი, ქრისტეფორე, დიაკვნად მსახურობდა. ყმაწვილისთვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ, მაგრამ საღვთო წერილი კარგად შეითვისა ტაძარში, ღვთისმსახურებაზე დასწრებით. მომავალი წმინდანი მებადური იყო და აღებულ თანხას გულუხვად უნაწილებდა გლახაკებს.
ღვთის მადლმა ადრევე დაივანა მასში - 18 წლიდან ქრისტეს სახელით კურნავდა სნეულებს და განასხმიდა ეშმაკებს. როცა ჭაბუკის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ შეიტყო, მელიტოპოლის ეპისკოპოსმა, ფილიპემ მას განათლება მიაღებინა.
ქალაქ ლამპსაკის ეპისკოპოსად ხელდასხმა და წარმართული ბომონებისა და საკერპოების დამსხვრევა 325 წელს, კონსტანტინე დიდის მეფობაში, კვიზიკელმა მთავარეპისკოპოსმა აქილიუსმა იგი ქალაქ ლამპსაკის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აკურთხა. ქალაქში ბევრი წარმართი ცხოვრობდა და მღვდელმთავარი მათ შორის გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სიტყვას. მის მხურვალე ქადაგებებს უფლის დაშვებით მრავალი სასწაული და კურნება ახლდა თან.
ხალხს თანდათან გული გაუცივდა წარმართული ღმერთების მიმართ. წმინდა პართენმა კონსტანტინე დიდს მიმართა თხოვნით, მიეცა მისთვის უფლება, დაემსხვრია საკერპოები და მათ ნაცვლად ქრისტიანული ტაძრები აეგო.
მეფემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და კეთილი განზრახვის განხორციელებისათვის საჭირო სახსრებიც გამოუყო.
ლამპსაკში დაბრუნებულმა პართენმა ბრძანა, აღეხოცათ პირისაგან მიწისა წარმართული ბომონები, ქალაქის ცენტრში კი უფლის სადიდებლად მშვენიერი ტაძარი აეგოთ. ერთ საკერპოში წმინდანმა იპოვა წმინდა ტრაპეზის მოსაწყობად შესაფერი ლოდი და ბრძანა, დამუშავების შემდეგ იგი ტაძრის მშენებლობაზე წაეღოთ.
გაშმაგებული ეშმაკის მანქანებით ურემი გადაყირავდა, ქვამ მეურმე მოიყოლა და გასრისა. წმინდა პართენმა მკვდრეთით აღადგინა იგი და შერისხა დემონი, რომელსაც სურდა, წინ აღდგომოდა საღვთო საქმეს.
მწყემსმთავარი იმდენად გულმოწყალე იყო, რომ სხვადასხვა სნეულებით გატანჯული თუ ბოროტი სულებით შეპყრობილი უამრავი ადამიანიდან, რომლებიც ხან შინ აკითხავდნენ, ხან კი - ქუჩაში ხვდებოდნენ, კურნებაზე უარს არც ერთს ეუბნებოდა. ხალხმა ექიმებთან სიარული შეწყვიტა, რადგან პართენი, იესო ქრისტეს სახელის მოხმობით, უსასყიდლოდ კურნავდა მათ.
ქრისტეს სახელით უძლეველი ძალით, იგი უამრავ დემონს განასხმიდა ადამიანებიდან. ღირსი პართენი მშვიდობით მიიცვალა და ლამპსაკის საკათედრო ტაძრის გასწვრივ, თავისსავე აგებულ ეკვდერში დაკრძალეს.
კონდაკი
საღმრთო იგი მადლი სასწაულთა მოიღე შენ, ღმრთივგან-ბრძნობილო სანატრელო პართენი, და საკვირველმოქმედად გამოსჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო, და ყოველთა მორწმუნეთა კაცთა ვნებათა განსწმედ, და სულთა უკეთურთა იოტებ; ამისთუის გიგალობთ შენ, ვითარცა დიდსა მესაიდუმლოესა ღმრთისა მადლისასა.
........................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი