ეფრემ ასური და მისი ლოცვა
ეფრემ ასური და მისი ლოცვა
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).


ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში "დილისა" და "ძილის წინა" ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე).

ეს ლოცვა სამ ნაწილად ანუ სამ მუხლად არის გაყოფილი: პირველ მუხლში ღმერთს ვთხოვთ, განაშოროს ჩვენგან ოთხი ცოდვა: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის-მოყვარეობა და ცუდად-მეტყველება. მეორე მუხლში ვევედრებით ღმერთს, ამ ოთხი ცოდვის ნაცვლად მოგვცეს ოთხი სათნოება: სიწმიდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული. ბოლოს, მესამე მუხლში უფალს ვთხოვთ, მოგვცეს ჩვენ "ცნობა თავისა ჩვენისა და არა განკითხვად მოყვასთა ჩვენთა".

ეფრემ ასური სირიელი პოეტი, მწერალი, ასკეტური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე გახლდათ. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, კერძოდ, საქართველოში. მოდი, შევიტყოთ უფრო მეტი მისი ცხოვრების შესახებაც.

იგი დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში; ეფრემის მშობლები დაბალ ფენას ეკუთვნოდნენ, მათ კეთილ და წესიერ ქრისტიანებად იცნობდნენ, ნათესავთაგან ზოგი მოწამეც იყო.

ერთხელ ეფრემს ქურდობა დააბრალეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც უდანაშაულოდ მსჯავრდებული სხვა ადამიანებიც იყვნენ – ყველა დრტვინავდა და დარდობდა უსამართლობის გამო. ეფრემმაც ეჭვი შეიტანა ღვთის განგებულებაში და დაიწყო ფიქრი, რომ ამქვეყნად ყველაფერი შემთხვევით ხდება, მაგრამ ერთ ღამეს ძილში ჩაესმა სიტყვები: "იყავი კეთილმსახური და შეიცნობ საღვთო განგებას. გადახედე და გაიხსენე ყველაფერი, რაც ჩაიდინე და მიხვდები: ახლა უსამართლოდ დაგატყვევეს, მაგრამ სასჯელი უწინდელი საქციელით დაიმსახურე". გაღვიძებულმა ეფრემმა ძილში გაგონილი მეგობრებს უამბო. ყველამ დაიწყო წარსულის გახსენება და მიხვდნენ, რომ უდანაშაულოდ არ ისჯებოდნენ.

ამ გარემოებამ ღვთისკენ მოაქცია ეფრემის ფიქრები. იგი უფრო ჩაუღრმავდა თავისთავს, გაეღვიძა სინანული და ღვთისადმი სასოება. როგორც კი სამსჯავრომ გაამართლა, მაშინვე გაეშურა მოღვაწეებთან და წმინდა იაკობ ნიზიბიელს დაემოწაფა, რომელსაც თან ახლდა ნიკეაში; ისინი ერთად მონაწილეობდნენ ქალაქ ნიზიბიის დაცვაშიც.

იაკობის სიკვდილის შემდეგ, როცა ნიზიბიას სპარსელები დაეპატრონნენ, ეფრემი ედესაში გადავიდა, სადაც თაყვანი სცა მოციქულ თადეოზის ნაწილებს და მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. რადგანაც საარსებო საშუალება არ გააჩნდა, მუშად დაუდგა აბანოს მეპატრონეს, თავისუფალ დროს კი წარმართებს უქადაგებდა ღვთის სიტყვას. გარკვეული ხნის შემდეგ გაეცალა ქალაქს და განმარტოებით დასახლდა მღვიმეში, სადაც განუწყვეტლივ ლოცულობდა და სწავლობდა წმინდა წერილს. თავადაც დაიწყო ხუთწიგნეულის განმარტებების წერა. მალე მრავალმა იწყო მასთან მისვლა: ვინ – რჩევისთვის, ვინ – მასთან დასარჩენად. ხალხმრავლობით შეწუხებულმა ეფრემმა ის იყო გაქცევა დააპირა, რომ სასწაულებრივად გამოეცხადა ანგელოზი და ჰკითხა:

– ეფრემ, საით მირბიხარ?

– მსურს მდუმარებაში ვიცხოვრო, გავურბივარ დიდებასა და ცდუნებას.

– გეშინოდეს, რათა შენზე არ აღსრულდეს წერილის სიტყვები: "ეფრემ, დიაკეული წურთილი, მოყუარე ძლევისა, უკეთესა ზედა ქედისა მისისასა ზედა-აღხდეს" (ოს. 10,11). ეფრემი ღვთის ნებას დამორჩილდა, დაბრუნდა ედესაში, გახსნა სასწავლებელი და თავგამოდებით იწყო ყმაწვილების განათლება. არც სახარების ქადაგება შეუწყვეტია...

სირიაში ჯერ ისევ მრავლად იყვნენ წარმართები. გარდა ამისა, ქალაქებსა და დაბებში კიდევ მღეროდნენ ბარდესანის გნოსტიკურ ჰიმნებს. საკმაოდ იყო გავრცელებული არიოზის ცრუსწავლებაც. ეფრემი უშიშრად ამხელდა ერესებს: ქადაგებდა, წერდა განმარტებებსა და შეგონებებს, თხზავდა სასულიერო საგალობლებს, რომლებითაც ხალხის მეხსიერებიდან თანდათან გამოდევნა გნოსტიკური ჰიმნები. ეფრემის სახელი ცნობილი გახდა მეზობელ ქვეყნებშიც, მის შეგონებებს კითხულობდნენ ტაძრებში, უწოდებდნენ ასურეთის წინასწარმეტყველს. მაგრამ ეფრემი უაღრეს თავმდაბლობას იცავდა, გამუდმებით იგლოვდა თავის ცოდვებს, ღამეებს ლოცვაში ათენებდა, ღვრიდა სინანულის ცრემლს, თავს უდიდეს ცოდვილად მიიჩნევდა და ძრწოდა ღვთის სამსჯავროს ხსენებაზე. ყველა ეს განცდა აისახა სწორედ მის ცნობილ ლოცვაში.

ერთხელ ედესაში შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც სნეულებების გავრცელებას შეუწყო ხელი. ეფრემი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ტანჯულებს. მანვე დაარწმუნა მდიდრები, ქონებიდან წილი მიეცათ უპოვართათვის, მოაწყო ავადმყოფთა მისაღები სახლები და თავადვე სიყვარულით ზრუნავდა სნეულებზე. ეფრემ ასური აღესრულა დაახლოებით 380 წელს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat