24 თებერვალს სამთავროს მონასტრის დამაარსებლის, იღუმენია ნინოს ხსენებაა
24.02.2018
24 თებერვალი სამთავროს დედათა მონასტერისთვის გამორჩეული დღეა. მონასტრის დამაარსებლის და პირველი წინამძღვრის, წმინდანად ახალშერაცხილი იღუმენია ნინოს (უფროსი) ხსენებაა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ მონასტრის წინამძღვართან, იღუმენია ქეთევანთან, მონასტრის წევრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად წმინდა ნინო ამილახვარის საფლავთან პარაკლისი ჩატარდა. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს ღირსი იღუმენია ნინოს მადლი.