ღირსი ელენე, სქემმონაზონი (დევოჩკინა +1547) - 18 (01.12) ნოემბერი
ღირსი ელენე, სქემმონაზონი (დევოჩკინა +1547) - 18 (01.12) ნოემბერი
1525 წელს დიდმა მთავარმა ვასილი III-მ სმოლენსკი წაართვა ლიტვის დიდ მთავარს. შემდგომში მან მოსკოვში ნოვოდევიჩის მონასტერი დააარსა სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. სავანის მონაზონთაგან ბევრი დიდებულთა ოჯახებს მიეკუთვნებოდნენ და სამეფო კართან იყვნენ დაკავშირებულნი. მის პირველ წინამძღვრად დადგენილ იქნა ღირსი ელენე (დევოჩკინა), ღვთისმოშიში სქემმონაზონი სუზდალის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის მონასტრისა, რომელსაც სულიერი ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა. ის აღსრულებამდე (1547 წ.) ბრძნულად მართავდა ამ სავანეს.


ბეჭდვა
1კ1