ღვთის ეს რჩეული კონსტანტინოპოლს მეჰმედ მეოთხის სულთნობისას, - 1648-1687 წლებში ცხოვრობდა და იუველირი გახლდათ.
ერთხელ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე იგი მეგობრებთან ერთად წმინდა სტეფანეს უბანში იმყოფებოდა. მოზეიმეებს მალე იქვე მცხოვრები რამდენიმე თურქი შემოუერთდა, გამოთვრნენ და ხუმრობით თავსაბურავები გაცვალეს.
მომდევნო დღეს, რომ გამოფხიზლდნენ, თურქები ანგელს დაეკითხნენ, - ჩვენებური ჩალმა რატომ აღარ გხურავს? ვინც მას ერთხელ მაინც დაიხურავს, გამაჰმადიანებულად ითვლებაო.
ახალგაზრდა კაცი დაიბნა, თურქებმა კი მაშინვე ხელი სტაცეს და თავიანთ მსაჯულს მიჰგვარეს, - ან აღიარე, რომ გადმოჩვენიანდი, ან არადა, წამებით ამოგხდით სულსო!
მაშინ თვით ქრისტემ აღავსო ანგელი სულიწმიდით და ყმაწვილმა ღვთის ღალატს სიკვდილი არჩია.
1680 წლის 1 ან 5 სექტემბერს ანგელისს თავი მოჰკვეთეს წმინდა სოფიის ტაძრის მახლობლად.
შუაღამისას მოწამის ნეშტზე სასწაულებრივი შუქი გადმოვიდა ცეცხლოვანი სვეტის სახით. მოსამართლეებს, რომლებმაც მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, დაისაჯნენ შეპყრობილობით; ისინი მხოლოდ მას შემდეგ განიკურნენ, რაც მის მეუღლეს პატიება სთხოვეს. ქრისტიანებმა მისი სხეული 300 პიასტრად გამოისყიდეს და დაკრძალეს პროტის კუნძულზე მდებარე მონასტერში, ერთ კუბოში გარდაცვლილ წინამძღვართან ერთად. ეს უკანასკნელი გამოეცხადა მონასტრის ახალ წინამძღვარს ხილვაში, ევედრებოდა რა მის გადასვენებას, რადგან ის არ იყო ღირსი ასეთ დიდ მოწამესთან ახლოს ყოფილიყო.
მოწამის ცხოვრება შეადგინა მისმა თანამედროვემ იოანე კარიოფილმა, ხოლო წირვა (გამოუქვეყნებელი) - დრისტრიის მიტროპოლიტმა პართენიმ.