ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
ყველანი ერთი ოჯახიდან იყვნენ, მდიდრები, გამორჩეულნი თავიანთი სიმამაცით, დაოჯახებულნი შვილებით და სარგებლობდნენ მუსლიმთა ყველა პრივილეგიით, რადგან თურქებად თავს ასაღებდნენ. 1821 წელს კი, ქრისტიანებს შეუერთდნენ და მამაცურად იბრძოდნენ სამშობლოს თავისუფლებისთვის. როდესაც დაბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ მხარეში და მივიდნენ დაწესებული გადასახადების გადასახდელად დანიშნულ თურქებთან, მათ დაასმინეს როგორც მუსლიმანობის განდგომილები რეთიმნოს მეჰმეტ ფაშასთან. დააპატიმრეს და შეკრულები წაიყვანეს ამ ქალაქში. რადგან არ დაემორჩილნენ ტირანთა ქება-დიდებას და მტკიცედ დარჩნენ რწმენაში, აწამეს ყველაზე საშინელი გზით. საბოლოოდ 1824 წლის 28 ოქტომბერს თავები მოჰკვეთეს რეთიმნოს "დიდი კარის" წინ. ამ ახალმოწამეთა სამი თავი დაცულია ოთხი მოწამის სახელობის ტაძარში რეთიმნოში.