წმინდა მოწამე იოანე (ნანი) თესალონიკელი (1802) - ხსენება 29 მაისს ( 11 ივნისი).
წმინდა მოწამე იოანე (ნანი) თესალონიკელი (1802) - ხსენება 29 მაისს ( 11 ივნისი).
ხსენება 29 მაისს (ბერძ.) და კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძ.)

მისი მამა, მეწაღე იოანე, იყო სოფელ გინიკაკასტროდან (Γυναικόκαστρο), დედა თომაიდა - სოფელ კოლოვიდან (Κολόβι), პოლიგიროსის (Πολύγυρο) მახლობლად, ჰალკიდიკიში. მაგრამ ორივე ცხოვრობდა სალონიკში, სადაც დაქორწინდნენ და შეეძინათ ორი ვაჟი, თეოდორე და იოანე. იოანე დაიბადა ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეს და ამიტომ დაარქვეს იოანე ან ნანი.

მოგვიანებით ოჯახი გადასახლდა ქალაქ სმირნაში (ამჟამად იზმირი), სადაც ძმებმა დაიწყეს მამისგან მეწაღეობის შესწავლა. ახალგაზრდა და ღვთისმოსავი იოანე თავისუფალ დროს უთმობდა წმინდა წერილისა და წმინდანთა და მოწამეთა ცხოვრებების შესწავლას, კითხულობდა ძმის დახმარებით, რადგან თავად წერა-კითხვის უცოდინარი იყო. მოწამეთა ღვაწლის მიბაძვით, იოანემ გადაწყვიტა მოეჩვენებინა თავი რწმენაგანდგომილად, რათა შემდეგ სისხლით ჩამოერეცხა თავისი უარყოფა და მოეპოვებინა მოწამეობრივი გვირგვინი.

არავისთვის გაუფრთხილებია, 1802 წლის 3 მაისს ის, როგორც ჩვეულებრივ, სამუშაოდ წავიდა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად წარსდგა თურქების წინაშე და განაცხადა ისლამის მიღების სურვილი. მამა, შეშფოთებული მისი დაგვიანებით, დაიწყო მისი ძებნა და მალე შეიტყო საშინელი ამბავი. მან სცადა შვილთან მიღწევა მის გადასარწმუნებლად, მაგრამ ის გარშემორტყმული იყო თურქების ბრბოთი და ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. მაჰმადიანობაში იოანეს დაარქვეს მეჰმეთი, ყველა ნათესავმა ზურგი აქცია მას.

25 მაისს, კვირას, იოანემ ჩაიცვა ქრისტიანული ტანსაცმელი და საჯაროდ აღიარა თავი ქრისტიანად, უარყო ისლამი და თავისი მუსულმანური სახელი. ისლამის უარყოფა სიკვდილით ისჯებოდა და გაოცებულმა თურქებმა შეიპყრეს მოწამე. დიდხანს ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, ჰპირდებოდნენ სიმდიდრესა და პატივს, ეუბნებოდნენ, რომ მეჰმეთს შეეძლო თავისუფლად დაეტოვებინა სასამართლო, მაგრამ არა იოანეს. მაგრამ არც დაპირებები, არც მუქარა არ მოქმედებდა ჭაბუკზე. ბოლოს, მათ გაუგზავნეს მის მამას, რათა მას გადაეთქმევინებინა შვილისთვის და ეხსნა იგი სიკვდილისგან, მაგრამ მამამ უარი თქვა გამოცხადებაზე, ეშინოდა რა შვილის ახალი უარყოფისა, მან თქვა, რომ მათ შორის აღარ არსებობდა არანაირი ურთიერთობა.

1802 წლის 29 მაისს იოანეს თავი მოჰკვეთეს ქალაქის ბაზრის მოედანზე, ხალხის დიდი თავყრილობის თანდასწრებით.

ამ წმინდანის წამება აღწერა მღვდელმონაზონმა ნიკიფორე ქიოსელმა.

ბეჭდვა
1კ1