წმინდა მარკოზ ახალმოწამე (1643) - 14 (27) მაისი
წმინდა მარკოზ ახალმოწამე (1643) - 14 (27) მაისი
წმინდა ახალმოწამე მარკოზი დაიბადა და გაიზარდა კუნძულ კრეტაზე. მისი მამა, სახელად ანდრეა, წარმოშობით ზაკინთოსიდან იყო, ხოლო დედა - კრეტადან. პატარა ასაკში, დედის გარდაცვალების შემდეგ, ის მამას გაჰყვა სმირნაში. იქ, მამის ძალადობრივი ქცევის გამო, დაჰყვა თურქების რჩევას და ისლამი მიიღო. ოთხი წლის განმავლობაში მარკოზი ისლამის მიმდევარი იყო და მას მუსტაფა დაარქვეს.

შემდგომ, მონანიებისა და გამოფხიზლების შემდეგ, მან ზიზღით უარყო აგარიანთა ცდომილება და გაიქცა ზაკინთოსში, იქიდან კი კრეტაზე. გონების მოსაკრებად და ღვაწლისთვის მან თავშესაფარი ჰპოვა სიტიაში, მაშინ აყვავებულ კირია აკროტირიანის (ტოპლუს)წმინდა მონასტერშ,. მოგვიანებით ის კონსტანტინოპოლში წავიდა, სადაც აღსარება თქვა და ბრძენი და მრავალმცოდნე მასწავლებლის მელეტიოს სირიგოსის მოწაფე გახდა, რომელმაც შემდგომში მისი ცხოვრება დაწერა. ის დაბრუნდა სმირნაში, სადაც საჯაროდ იქადაგა ქრისტიანობა. ამის გამო ის დააპატიმრეს და მას შემდეგ, რაც მან მტკიცედ უარი თქვა თავისი რწმენის უარყოფაზე, სასტიკად აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს სმირნაში 1643 წელს. მისი წმინდა ნაწილები, მას შემდეგ რაც ქრისტიანებმა გამოისყიდეს, დაკრძალეს წმინდა ფოტინეს ტაძარში, ხოლო ღმერთმა, მისი მსხვერპლის სანაცვლოდ, ის განკურნების წყაროდ აქცია იმათთვის, ვინც მას რწმენით მიმართავდა.

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა მოწამე მარკოზ კრეტელი (+1643) - 14 (27) მაისი
ბეჭდვა
1კ1