წმინდა მღვდელმოწამე ელფეგი კენტერბერიელი (1012) – 19 აპრილი (02 მაისი)
წმინდა მღვდელმოწამე ელფეგი კენტერბერიელი (1012) – 19 აპრილი (02 მაისი)
წმინდა ელფეგი (ალფეჯი; ინგლ. Ælphege, Alfege, Elfege, , ლათ. Alphegius; ასევე ცნობილი როგორც გოდვინი) (954 - 1012) ხსენების დღეებია: 19 აპრილი (სუროჟის, კელტური და ბრიტანული, დასავლური, ბერძნული, სერბული კალენდრებით) გარდაცვალების დღეს, 8 ივნისი (კელტური და ბრიტანული კალენდრით) 1023 წელს ნაწილების გადასვენების დღეს, 28 დეკემბერი (კელტური და ბრიტანული კალენდრით); ბრიტანეთის და ირლანდიის წმინდანთა კრებულში.

მომავალმა წმინდანმა დატოვა თავისი ქვრივი დედა და მემკვიდრეობა და გაემგზავრა დირჰარსტის (Deerhurst) მონასტერში, გლოსტერშირის საგრაფოში. ბათში (Bath) რამდენიმე წლის ასკეტური ცხოვრების შემდეგ, იქ იღუმენი გახდა, ხოლო 984 წლის 19 ოქტომბერს ვინჩესტერის ეპისკოპოსად აკურთხეს.

994 წელს მან მირონცხება ჩაუტარა ოლაფ I ნორვეგიელს ანდოვერში (Andover). ვარაუდობენ, რომ მისმა პატრიოტულმა სულმა შთააგონა ენჰემის (Enham) საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები.

1006 წელს იგი კენტერბერიის მთავარეპისკოპოსად დაინიშნა და რომში გაემგზავრა ომოფორის მისაღებად. ამ პერიოდში ინგლისი ხშირად განიცდიდა დანიელთა შემოსევებს, რომლებმაც 1011 წლის სექტემბრის ბოლოს, კენტერბერის აღებისა და გადაწვის შემდეგ, ელფეგი ტყვედ ჩაიგდეს. ისინი გამოსასყიდს ითხოვდნენ, მაგრამ გამოსასყიდი არ იყო. 1012 წლის 19 აპრილს გრინვიჩში მისმა მცველები ღვინით დათვრნენ და დაიწყეს ელფეგის ხარის ძვლებითა და ქვებით ჩაქოლვა. საბოლოოდ, ერთ-ერთმა მათგანმა, ვინმე თურმმა, წმინდანს ცულით თავი გაუპო.

ელფეგის სხეული, რომელიც თერთმეტი წლის განმავლობაში ლონდონის წმინდა პავლეს ტაძარში განისვენებდა, მეფე კანუტმა კენტერბერიში გადაასვენა.

ბეჭდვა
1კ1