წმინდა მღვდელმოწამე იოანიკე ტირნოველი, მიტროპოლიტი (1821) – 03 (16) ივნისი.
წმინდა მღვდელმოწამე იოანიკე ტირნოველი, მიტროპოლიტი (1821) – 03 (16) ივნისი.
წმინდა იოანიკეს ელადის ეკლესია მოიხსენიებს 03 (16) ივნისს ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს.

ის 1807 წლის აგვისტოდან გახლდათ პრუსის მიტროპოლიტი.

1817 წლის 18 ივნისს აღყვანილ იქნა ტირნოვოს კათედრაზე. მან "ბერძნული სენაკები" გარდაქმნა "ბერძნული ენის საქალაქო სასწავლებლად". მოიხსენიება ქალაქის ეკლესიებისა და მონასტრების შემომწირველთა შორის. პერიოდულად მონაწილეობდა წმინდა სინოდის მუშაობაში კონსტანტინოპოლში.

საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დასაწყისში გამოიძახეს კონსტანტინოპოლში და ბრალი დასდეს განმათავისუფლებელ მოძრაობაში თანამონაწილეობაში. 1821 წლის 12 ივნისს ჩამოხრჩვეს კონსტანტინოპოლში.

მიტროპოლიტ იოანიკეს სიკვდილის შესახებ ცნობები მოცემულია "გადმოცემაში", რომელიც შეადგინა მისმა მემკვიდრემ კათედრაზე, მიტროპოლიტმა ილარიონ სინაიტმა. ბულგარულ ლიტერატურაში ზოგჯერ მოიხსენიება როგორც "თვინიერი" და იწოდება "ტირნოვოს წმინდა მოწამედ".

2021 წლის 4-15 ივლისს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მოახდინა წმინდა მოწამე იოანიკე ტირნოველის ოფიციალური კანონიზაცია.

ბეჭდვა
1კ1