წმინდა ახალმოწამე იოანე პელოპონესელი (+ 1773) - ხსენების დღე 21 ოქტომბერს.
წმინდა ახალმოწამე იოანე პელოპონესელი (+ 1773) - ხსენების დღე 21 ოქტომბერს.
წმინდა იოანე იყო მღვდლის შვილი და დაიბადა სოფელ გერაკიში, მონემვასიაში.

1770 წელს, როდესაც ალბანელები შემოვიდნენ პელოპონესში, მოკლეს მისი მამა და ის დედასთან ერთად გაიტაცეს ლარისაში. იოანე მაშინ 15 წლის იყო. იქ ის დედასთან ერთად მიყიდეს ვიღაც თურქს. მაგრამ რადგან ამ თურქს შვილები არ ჰყავდა, სურდა იოანეს შვილად აყვანა მას შემდეგ, რაც მას ისლამზე მოაქცევდა. თურქის უზარმაზარმა და მრავალფეროვანმა მცდელობებმა იოანეს ისლამზე მოსაქცევად არანაირი შედეგი არ გამოიღო. ახალგაზრდა მაღალი სულისკვეთებით მუდმივად ამბობდა: "მე თურქი არ გავხდები, მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანად მინდა მოვკვდე".

მაშინ თურქმა თავის სახლში დაიწყო იოანეს სასტიკად წამება. მარიამობის პერიოდში აიძულებდა მას შეეწყვიტა მარხვა და დედამისიც კი დაიყოლია, რომ ეთხოვა მისთვის ეჭამა მაცდუნებელი საჭმელებიდან. მაგრამ იოანემ უპასუხა: "მე მღვდლის შვილი ვარ და ერისკაცების შვილებზე უკეთ უნდა დავიცვა ჩვენი წმინდა ეკლესიის კანონები და ტრადიციები". იოანეს პოზიციით გააფთრებულმა სასტიკმა თურქმა მას დანა გულში გაუყარა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა 1773 წლის 21 ოქტომბერს.

ბეჭდვა
1კ1