დიდებული მღვდელმოწამე ექვთიმე როდოსის მიტროპოლიტად აირჩიეს 1523 წელს, როდესაც ოსმალებმა კუნძული დაიკავეს. ის ერთგულად მწყემსავდა მართლმადიდებელ სამწყსოს იმ მძიმე ჟამს.
1529 წელს იგი როგორც თურქების წინააღმდეგ შეთქმულების ლიდერი დააპატიმრეს, როდოსის სხვა სასულიერო პირებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად.
მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ მიტროპოლიტ ექვთიმეს ქრისტიანები მაშინათვე პატივს მიაგებდნენ როგორც წმინდა მოწამეს. ლათინი მისიონერი პეტროს ფაგონისი, და ლათინური არქიეპისკოპოსის გენერალური ვიკარიუსი ალფონსო გონზაგა "რომაული პროპაგანდის" მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ ნეტარი ექვთიმეს საფლავი გახდა როდოსელების მომლოცველების მთავარი ადგილი და მასთან შეხებით მრავალი სნეული იკურნებოდა.