წმინდა მოწამე იაკინთე ამასტრისელი (IV) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა მოწამე იაკინთე ამასტრისელი (IV) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრისში კეთილმსახურ ქრისტიანთა - თეოკლიტესა და თეონილეს ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივ გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა. ჰყვებიან, რომ ჩვილი როცა სამი წლის იყო, უფალმა მისი ლოცვით ვინმე მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღვწოდნენ კეთილმსახური ცხოვრებით. ერთხელ წმინდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს წარმართები ხეს, რომელიც სიბერის გამო გამოფუტურებული იყო. მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა ხე მოჭრა. ამისთვის უღმრთოებმა შეიპყრეს, სამსჯავროში მიიყვანეს და მმართველ კასტრისიუსს მიუყვანეს. თან გაიძახოდნენ: - ამან ჩვენი წმინდა ხე მოჭრა, რომელსაც ჩვენი წინაპრები თაყვანს სცემდნენ, ამიტომაც საშინელი სიკვდილით დასაჯეო. ჯალათმა წმინდანის ცემა ისე ბრძანა, რომ არც კი დაუკითხავს. წმინდანს კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს, და ბოლოს, ქალაქგარეთ ეკალბარდებში ნათრევი ქვებით ჩაქოლეს. მომაკვდავი წმინდანი მხეცებს დასაფლეთად დაუტოვეს. თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო, წმინდა იაკინთემ ანგელოზთა დასი იხილა ანთებული ჩირაღდნებით, მათ გვერდით იდგნენ სპეტაკი სამოსლით მოსილი წმინდანები. წმინდანი სიხარულით აივსო. მუხლნი მოიდრიკა და უფალს მადლობა შესწირა ცათა სასუფევლის მკვიდრობის ღირსი, რომ გახადა. წმინდა იაკინთემ უფალს სთხოვა, რომ მისი წმინდა ნაწილები ღვთაებრივი მადლით ავსებულიყო და ქალაქის მკვიდრთ შესწეოდა შეჭირვების ჟამს. დაასრულა ლოცვა და სული უფალს ჩააბარა.

მას მერე ამასტრისელი ქრისტიანები ყოველწლიურად თავიანთი მფარველის საფლავთან იკრიბებოდნენ. როცა წმინდანის სადიდებელ ჰიმნებს გალობდნენ, მის საფლავზე მტვრის მსგავსი რამ ჩნდებოდა. ეპისკოპოსი ჭურჭელში მოაგროვებდა ამ მტვერს და მორწმუნეებს ურიგებდა, რომლებიც მას, როგორც სულიერი, ისე ხორციელი სნეულებებისგან განსაკურნებლად იღებდნენ.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2025
ისტორიული წყაროების მიხედვით კუნძულ კრეტაზე, ზემო რიზას მთავარი სოფელი გერგერი, 1821 წლამდე, ხურმუზის აღწერის თანახმად, 200 ქრისტიანულ ოჯახს, 3 მუსლიმურ ოჯახს, 5 ეკლესიასა და 7 ზეთისხილის წისქვილს ითვლიდა.
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat