წმინდა მღვდელმოწამე კირილე, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა (+1821) - 18 აპრილი (1 მაისი)
წმინდა მღვდელმოწამე კირილე, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა (+1821) - 18 აპრილი (1 მაისი)
წმინდა კირილე ერისკაცობაში კონსტანტინე სერპეძოღლუ დაიბადა დაახლოებით 1769 ან 1725 წელს, ოსმალეთის იმპერიაში, ანდრიანოპოლოსში (დღევანდელი ედირნე, თურქეთი), ღარიბ ოჯახში. სწავლობდა მშობლიური ქალაქის სკოლაში. კარგად სწავლობდა და ანდრიანოპოლისის მიტროპოლიტის კალენიკეს კეთილგანწყობა მოიპოვა, რომელიც მისი მფარველი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა კირილე დიაკვნად აკურთხა და თავის მდივნად დაადგინა, სხვა გადმოცემით ის ეფესოს მიტროპოლიტ გაბრიელს დაუახლოვდა და მან აკურთხა დიაკვნად. ასე თუ ისე როცა მიტროპოლიტი კალენიკე კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა, კირილეც მას გაჰყვა და მთავარდიაკვნად დაადგინეს. ამ დროს მან ბევრი იშრომა საპატრიარქო სკოლის რეორგანიზაციისთვის. 1803 წელს მას ეპისკოპოსად ხელნი დაასხეს და იკონიის მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. შვიდი წლის განმავლობაში რაც ის ამ ეპარქიაში იყო, დიდი ღვაწლი გასწია:

დააარსა სკოლები, ეხმარებოდა ღარიბ სტუდენტებს, ავრცელებდა წიგნებს და აღადგენდა ძველ ტაძრებს. 1810 წელს, ალბათ თანამემამულეთა თხოვნით ის ანდრიანოპოლისის სამიტროპოლიტო კათედრაზე გადაიყვანეს, სადაც გააგრძელა ნაყოფიერი სამღვდელმთავრო ღვაწლი - მას სახელი გაუვარდა, როგორც სასულიერო მწერალსა და ლიტერატორს.

1813 წლის 4 მარტს იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტზე ავიდა. მისი მთავარი საზრუნავი აქაც მრევლის და სამღვდელოების განათლება იყო - მან დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, გადააკეთა სახალხო საავადმყოფო, მოაწესრიგა საგანმანათლებლო სისტემა და წიგნების გავრცელების საქმე. შესაძლოა პატრიარქობის წლებშივე შევიდა ის ბერძნულ გამთავისუფლებელ მოძრაობაში. 1818 წლის 13 დეკემბერს სულთან მაჰმუდ მეორის სურვილით დაუტევა საპატრიარქო ტახტი და მშობლიურ ანდიანოპოლისში დასახლდა. ანდრიანოპოლისში ყოფნის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა თურქეთის წინააღმდეგ აჯანყებაში. აჯანყების დაწყებისთანავე, ყოფილ პატრიარქს მოჯანყეთა მხარდაჭერა დაჰბრალდა და 1821 წლის აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანდრიანოპოლისის პორტში ჩამოახრჩვეს. მისი ცხედარი სამი დღე ეკიდა სახრჩობელაზე, შემდეგ მდინარე მარიცაში გადააგდეს. თუმცა ღვთის განგებულებით მდინარემ მისი ცხედარი თრაკიის საზღვარზე, სოფელ პითიასთან გამორიყა და ადგილობრივმა მკვიდრმა ქრისტოს არგიროუმ დაკრძალა. მალე მისი წმინდა საფლავი სასწაულებით განდიდდა, და ადგილობრივი მკვიდრნი პატივს მიაგებდნენ წამებულ პატრიარქს. 1989 წელს მოხდა მისი კეთილსურნელოვანი წმინდა ნაწილების აღმოყვანება. 1993 წელს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წამებული პატრიარქი წმინდანად შერაცხა. მისი მცირე წმინდა ნაწილი ათონზე, ვათოპედის მონასტერში ინახება.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2025
ისტორიული წყაროების მიხედვით კუნძულ კრეტაზე, ზემო რიზას მთავარი სოფელი გერგერი, 1821 წლამდე, ხურმუზის აღწერის თანახმად, 200 ქრისტიანულ ოჯახს, 3 მუსლიმურ ოჯახს, 5 ეკლესიასა და 7 ზეთისხილის წისქვილს ითვლიდა.
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat