სტეფანეს, ათონის დიონისიატის მონასტრის იღუმენის ბრძანებით, გენადი კონსტანტინოპოლში გაჰყვა ორ სხვა ბერს, ბონიფანტეს და ევდოკიმეს,
რომლებმაც ნებაყოფლობით გადაწყვიტეს ქრისტეს რწმენისთვის მოწამეობა. თუმცა, შიშს აყოლილმა იმ მომენტში, როდესაც საჭირო იყო ქრისტიანული რწმენის აღიარება, ბონიფანტემ და ევდოკიმემ უარყვეს ქრისტე და თავიანთ თანამგზავრს დააბრალეს, რომ მან ძალით წაიყვანა ისინი. მაშინ თურქებმა შეიპყრეს გენადი და საშინლად აწამეს, მაგრამ იგი მტკიცე დარჩა თავის რწმენაში და თავი მოჰკვეთეს 1818 წლის 6 აპრილს კონსტანტინოპოლში.
მოწამე გენადის წმინდა ნაწილები ინახება დიონისეს მონასტერში.
წმ. მოწამე გენადი არ არის ნახსენები წმ. ნიკოდიმოს ათონელის "ახალ მარტიროლოგიაში" და სხვა სვინაქსარებში. ინფორმაცია მის შესახებ შეგროვებული და გადმოცემულია დიონისიატის იღუმენ გაბრიელის წიგნში "მთაწმინდის წმ. დიონისეს მონასტერი".
წმ. გენადი დიონისიატელის მოწამეობის ნიშნები ბევრ საერთოს პოულობს წმ. მოწამე იოსებ ხატმწერის (+ 1819) მოწამეობასთან. შესაძლოა, ამ მიზეზით წმ. გენადის ხატი, დაწერილი XX საუკუნეში დიონისიატის მონასტერში, წარწერილია Γεννάδιος ο ζωγράφος - *გენადი ხატმწერი*.
ხატის წყარო