წმინდა მოწამე პანქარე (+დაახლ. 302) - 19 მარტი (1 აპრილი)
წმინდა მოწამე პანქარე (+დაახლ. 302) - 19 მარტი (1 აპრილი)
მაშინ, როცა რომის იმპერიის აღმოსავლეთში დიოკლეტიანე მეფობდა და ნიკომიდიაში ცხოვრობდა, ხოლო დასავლეთს მაქსიმიანე მართავდა და ძველ რომში ცხოვრობდა, რომის იმპერიაში სხვადასხვა ღმერთების თაყვანისცემა იყო გავრცელებული; ხოლო ქრისტეს აღმსარებლებს ქონების წართმევასთან ერთად ათასნაირ სატანჯველს უვლენდნენ. ამ დროს ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად პანქარე, წარმოშობით უზების ქვეყნიდან იყო, რომელიც დასავლეთ გერმანიაში, მდინარე რაინის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა. მას ქრისტიანი წინაპრები ჰყავდა და გამოირჩეოდა სიმაღლითა და სილამაზით. რომში ჩავიდა და მაქსიმიანეს იმდენად დაუახლოვდა, რომ დაახლოებულთა შორის პირველი ადგილი დაიკავა იმპერატორის სიყვარულით. ამ სიყვარულის შენარჩუნებისთვის უარყო ქრისტიანობა. დედამ და დამ მას წერილი მისწერეს, ევედრებოდნენ, გონს მოსულიყო, გაეხსენებინა ღვთის შიში, საშინელი სამსჯავრო, როგორ განიკითხებიან რწმენის მოღალატეები და რაში არგებს ადამიანს მთელი სამყაროს შეძენა, თუ სულს წარიწყმიდავს.

პანქარემ წერილი წაიკითხა, გონს მოვიდა, ატირდა, დაემხო მიწაზე და სიღრმით გულისად აღმოთქვა:

- უფალო ყოვლისამპყრობელო! შემიწყალე მე და ნუ შემარცხვენ შენს მონას საშინელ სამსჯავროზე, ანგელოზების და კაცთა წინაშე, არამედ დამინდე დიდითა წყალობითა შენითა.

ზოგიერთმა კარისკაცმა თვალი მოჰკრა მტირალ პანქარეს, რომელიც ამგვარ სიტყვებს ამბობდა და მაქსიმიანეს შეატყობინეს. და როცა პანქარე მივიდა მასთან, მეფემ ჰკითხა:

- საყვარელო პანქარე, მითხარი, ნუთუ ნაზარეველი (ნაზარეველს ეძახდნენ იესო ქრისტეს - ნაზარეველის მორწმუნეებს) ხარ?

- დიახ, მეფეო, ნაზარეველი ვიყავი მანამდე, ვიდრე შენი თანამოაზრე გავხდებოდი.

- უარი თქვი იმ სიყვარულისთვის, რაც შენდამი მაქვს, თორემ არ დაგინდობ. მალე არ მოგკლავ, სხვადასხვანაირი წამებით ძალას გამოგაცლი.

პანქარემ უპასუხა:

- ჰოი, მეფეო, ვძრწი, როცა საკუთარ წარსულს ვიხსენებ, მეშინია, რომ ციდან გარდამოსულმა ცეცხლმა არ მომწვას იმისთვის, რომ აქამდე შენი თანამოაზრე ვიყავი. ამიერიდან აღარ ვუღალატებ ჩემს უფალს იესო ქრისტეს, თუნდაც, როგორც თქვი, ათასგვარი წამება მომივლინო.

მეფის ბრძანებით წმინდა პანქარე ყველას წინაშე გააშიშვლეს და ხარის ტყავის ქამარი თავში ურტყეს. შემდეგ მეფემ იქ მყოფთ მიმართა:

- ხომ იცანით - პანქარე, ჩემი ეზოსმოძღვარი, გალილეველთა რწმენაში ჩავარდა. მითხარით, როგორ მოვექცე.

დიდებულებმა მეფეს შესთავაზეს: "პანქარე ჯერ ცირკში გააშიშვლე საჯაროდ, შემდეგ გაამათრახებინე. მერე კი ნიკომიდიის მმართველს გაუგზავნე საწამებლად, რომ მაგის სისხლი ჩვენ არ დაგვედოს, რადგან ძალიან გიყვარს.

რჩევა მოეწონა მაქსიმიანეს, მას მართლაც უყვარდა პანქარე და მისი მოკვლა არ შეეძლო, ამიტომაც მისი ბრძანებით წმინდანი ცირკში გააშიშვლეს და სასტიკად ცემეს, შემდეგ კი ნიკომიდიის ქალაქის თავს გაუგზავნა და უბრძანა პანქარე სასტიკი წამების შემდეგ მოეკლა. წმინდანი ნიკომიდიაში ჩაიყვანეს და დასაკითხად ქალაქის თავს მიუყვანეს, პანქარემ უთხრა:

- ყველაფერი ისე გააკეთე, რასაც ჩემზე გიბრძანებს იმპერატორი.

მაშინ მმართველმა ჰკითხა:

- რა გქვია?

- მე პანქარე მქვია. წინაპრები ქრისტიანები მყავდა, მეც ქრისტიანი ვიყავი, მაგრამ ჩემი ბოროტი ნებით იმპერატორის უწმინდური რწმენა მივიღე და ყველაფერში მისი თანამოაზრე ვიყავი. ღმერთმა, ჩემმა დედამ და დამ ჭეშმარიტების გზაზე დამაყენეს და დავუბრუნდი ჩემი ქრისტეს რწმენას, ახლა კი მისთვის სიკვდილი მინდა, რათა ამით გამოვისყი¬დო ჩემი ღალატი.

მაშინ მმართველმა დაფიქრება და გონს მოსვლა ურჩია, თორემ საშინელი ხვედრი გელისო. თუმცა წმინდანი ვერ მოდრიკა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. წმინდა პანქარემ ილოცა და ჯალათმა მას თავი მოჰკვეთა. ეს მოხდა დაახლოებით 302 წელს.

.................................

ამავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში იხსენიება: მონაზონი მარიამი, სქემაში მართა (შვერნოვა. +1206); წმინდა მართალი სოფია სლუცკაია (+1612): ღირსმოწამე ანასტასია უგლიჩელი ( +1609); წმინდა ინოკენტი კომელსკელი, ვოლოგდელი (1521 ან 1491 წელი); წმინდა აღმსარებელი იოანე ბლინოვი (1932); ღირსმოწამე მატრონა (ალექსეევი), მონაზონი (1938); წმინდა ვასა ფსკოვის მღვიმევის მონასტრის მონაზონი (იხილეთ 29 მარტის საკითხავი)

..........................

ამავე დღეს არის ხსენება სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატისა: ლმობიერებად წოდებულისა

იგი 1103 წელს გამოჩინდა სმოლენსკში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2025
ისტორიული წყაროების მიხედვით კუნძულ კრეტაზე, ზემო რიზას მთავარი სოფელი გერგერი, 1821 წლამდე, ხურმუზის აღწერის თანახმად, 200 ქრისტიანულ ოჯახს, 3 მუსლიმურ ოჯახს, 5 ეკლესიასა და 7 ზეთისხილის წისქვილს ითვლიდა.
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat