წმინდა მონტანა, ლუკია, ვიქტორია და ფლაბიანა კართაგენელნი (+259) - 24 თებერვალი (9 მარტი ან 8 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მონტანა, ლუკია, ვიქტორია და ფლაბიანა კართაგენელნი (+259) - 24 თებერვალი (9 მარტი ან 8 მარტი - ნაკიან წელს)
253 წელს რომის იმპერიის ტახტი დაიკავა ვალერიანემ, რომელიც თავდაპირველად სწყალობდა ქრისტიანებს. მასთან დაახლოებულ მაკრინუსს კი სძულდა ისინი და ცი¬ლისწამებითა და წაქეზებით მიაღწია, რომ ხელისუფალმა 257 წელს განაახლა ქრისტიანთა დევნა. ეს რიგით მერვე დევნა იყო. ხელისუფალი ბრძანებდა: "ეპისკოპოსები, პრესვიტერები და დიაკვნები სიკვდილით დაისაჯონ; სენატორებსა და წარჩინებულ ქრისტიანებს ჩამოერთვათ წოდება და ქონება; და თუ ისინი მაინც ქრისტიანებად დარჩებიან, დაისაჯონ; კეთილშობილი წარმომავლობის დედაკაცებს ქონება ჩამოართვან და დაატუსაღონ; დანარჩენები ბორკილდადებულები, დაცვის თანხლებით, მაღაროებში გაგზავნონ". ამავე ბრძანებით იკრძალებოდა ყველა საიდუმლო შეკრება, განსაკუთრებით კატაკომბებში და სასაფლაოებზე. ცნობილი იყო, რომ ქრისტიანები ღვთისმსახურების აღსასრულებლად ხშირად იკრიბებოდნენ გარდაცვლილ მოძმეთა საფლავებზე. ხოლო დევნის დროს კატაკომბები მათი თავშესაფარიც იყო და ეკლესიის დანიშნულებაც ჰქონდა. როგორც კი ბრძანებამ კართაგენში ჩააღწია, პროკონსულმა იხმო კვიპრიანე, დაკითხა და ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლა. ერთი წლის შემდეგ კონსულმა კვლავ იხმო კვიპრიანე და სიკვდილით დასაჯა. კვიპრიანე კართაგენელის მარტვილობის შემდეგ წარმართებმა კონსულის ბრძანებით შეიპყრეს ქრისტიანები, ლუკია, მონტანა, ფლაბიანე, იულიანა, ასევე რამდენიმე მღვდელი და დიაკვანი.

ქრისტიანები ცეცხლში უნდა დაეწვათ, თუმცა ცეცხლი უფლის ნებით სასწაულებრივად ჩაქრა. შემდეგ ისინი, ყველაზე ბნელ და საშინელ დილეგში ჩააგდეს, სადაც აშიმშილეს. დილეგში მოწამე ვიქტორიას გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და უთხრა: "რაც მეტად დაითმენთ ტანჯვას, მით დიდებული გვირგვინებით შეიმკობით ცათა სასუფეველში." ერთ-ერთმა ქრისტიანმა მოახერხა შეპყრობილებისთვის ევქარისტიის წმინდა საიდუმლოება შეეგზავნა. ქრისტესთვის საწამებლად გამზადებულები ეზიარნენ და კიდევ უფრო განმტკიცდნენ რწმენაში.

რამდენიმე თვის შემდეგ 259 წელს შეპყრობილი ქრისტიანები წარდგნენ პროკონსულის წინაშე. ყველამ თამამად აღიარა ქრისტე წარმართი მმართველის წინაშე და სიხარულით მოისმინა სასიკვდილო განაჩენი. მხოლოდ ფლაბიანე დააბრუნეს ისევ დილეგში. ყოფილმა მოწაფეებმა დაიცვეს იგი.

როდესაც ქრისტიანები სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, ხალხი ამხნევებდა მათ. ლუკია სთხოვდა ხალხს ელოცათ მისი სულისთვის. იულიანე, ვიქტორია და მონტანა სთხოვდნენ ხალხს, რომ შეენარჩუნებინათ ჭეშმარიტი რწმენა უწყვეტად. როდესაც ლუკიას, იულიანას და ვიქტორიას თავი მოჰკვეთეს, მონტანამ ხელაპყრობით შესთხოვა უფალს სამი დღის შემდეგ მათ ფლაბიანეც შერთვოდა.

უფალმა შეისმინა მონტანას ლოცვა და სამი დღის შემდეგ წარმართებმა ფლაბიანეც დასაჯეს სიკვდილით. სიკვდილით დასჯის წინ მეგობრები ევედრებოდნენ ფლაბიანეს კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, რაზეც იგი პასუხობდა: "სჯობს სინდისი გვქონდეს სუფთა და მივიღოთ სიკვდილი, ვიდრე თაყვანი ვცეთ ქვებს, ჩვენ ხომ მაშინაც კი ვაგრძელებთ სიცოცხლეს, როცა ვკვდებით. სიკვდილი კი არ იმარჯვებს ჩვენზე, ჩვენ ვიმარჯვებთ მასზე". წამების დროს ფლაბიანეს წმინდა კვიპრიანე კართაგენელი გამოეცხადა და გაამხნევა.
...................................
ამავე დღეს იხსენიება ღირსი იოანე მომკელი კალაბრიელი (X-XI) ; ღირსი ბოიზილ შოტლანდიელი (+664); მოწამე სერგი, კაპადოკიის კესარიელი (+304)109

............................................

სტატიიის სურათის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat