ეს წმინდა კაცი წარმოშობით სირიის ალეპოდან გახლდათ.
1686 წელს, იმის გამო, რომ დანაპირები დაარღვია, თითქოსდა, ისლამს მიიღებდა, მუსულმანებმა სასამართლოს მისცეს.
ქრისტეს მხნე მოწამემ არათუ შეიწყნარა უსჯულო მოსამართლის დაპირებანი, პირუთვნელადაც ამხილა ისლამის რელიგიური წესები.
მრისხანებით გონდაკარგულმა მსაჯულმა იქვე ბრძანა, იოსებისათვის თავი მახვილით წარეკვეთათ.
Qქრისტეს მარტვილი სასჯელის აღსრულების ადგილამდე მათრახთა ცემით მიიყვანეს, სადაც სიხარულით მიიღო მოწამებრივი სიკვდილი.
..........................................
ხატის წყარო