წმინდა ანასტასი მეჩვიდმეტე საუკუნეში ცხოვრობდა, ქალაქ ნავპლიოსში დაიბადა და ძალზე ნიჭიერი მხატვარი გახლდათ.
ჭაბუკობაში ოჯახის შექმნას აპირებდა, მაგრამ როგორც კი რჩეულის უღირსი საქციელის შესახებ შეიტყო, ქორწინებაზე უარი თქვა.
საპატარძლოს მშობლებმა მის დასაყოლიებლად ჯადოქარს მიმართეს, რის შედეგადაც ანასტასი გარკვეული ხნის მანძილზე ჭკუიდანაც კი შეიშალა.
ღვთის წყალობით, ჭაბუკი გამოჯანმრთელდა და იხილა, რომ თურქები წინადაცვეთას უპირებდნენ და მთელი ხმით იყვირა:
- ქრისტიანი ვარ და ვიქნები!
გამწარებულმა თურქებმა ანასტასი მსაჯულს მიჰგვარეს, რომელმაც სიკვდილი მიუსაჯა, მაგრამ როგორც კი განაჩენი ხმამაღლა წარმოთქვა, გაავებული ბრბო ნეტარს მივარდა და ნაფლეთებად აქცია...
ეს წმინდა ჭაბუკი 1655 წელს ევნო ქრისტესთვის.წმინდა ანასტასი მშობლიური ქალაქის ზეციურ მფარველად იქნა მიჩნეული. 1935 წლის 14 ნოემბრის სამეფო ბრძანებულებით, წმინდანის წამების დღე, 1 თებერვალი, ოფიციალურად გამოცხადდა დასვენების დღედ ნავპლიონში. მოწამე ანასტასის საგალობელი გამოქვეყნდა არგოლიდის მიტროპოლიტ ქრიზოსტომის ზრუნვით.ნავპლიონში დღემდე დგას მისი სახელობის ბრწყინვალე ტაძარი.
...............................
ხატის წყარო