ახალმოწამე დიმიტრი (+1784) - 27 (09.02) იანვარი
ახალმოწამე დიმიტრი (+1784) - 27 (09.02) იანვარი
დიმიტრი ცხოვრობდა კონსტანტინოპოლის გალათას უბანში, კარაკიოს ადგილას. მისი ოჯახის შესახებ ინფორმაცია არ არის. 25 წლის ასაკში ის მუშაობდა გამყიდველად ტავერნაში, რომელიც ქრისტიან ჰაჯი პანაიოტისს ეკუთვნოდა. პონტოელ თურქებს, ტავერნის ხშირი სტუმრებს, შურდათ ახალგაზრდის სილამაზის, ძალისა და თავმდაბლობის. ისინი ბევრჯერ ცდილობდნენ დიმიტრი ისლამზე მოექციათ, მაგრამ ვერ შეძლეს.

ერთხელ, ტავერნაში ჩხუბის დროს, მთვრალმა თურქებმა დანით დაჭრეს თავიანთი ერთ-ერთი მეგობარი, დიმიტრიმ კი ისინი გააშველა და ტავერნიდან გააძევა. მეორე დღეს თურქებმა დიმიტრი დანით თავდასხმაში დაადანაშაულეს. მაშინ ვეზირმა დიმიტრი სასამართლოში გამოიძახა და არჩევანის წინაშე დააყენა: მიეღო ისლამი ან მომკვდარიყო. ახალგაზრდამ უშიშრად აღიარა ქრისტე. სამჯერ გამოიძახა ვეზირმა დიმიტრი თავისთან, მაგრამ ვერც დარწმუნებით, ვერც პატივისა და სიმდიდრის დაპირებით, და ვერც მუქარით ვერ შეარყია მისი რწმენა. მაშინ მან დიმიტრის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ბრძანა რა მისთვის თავის მოკვეთა. ცილისმწამებლებმა დიმიტრი ყავახანაში მიიყვანეს, სადაც ჩვეულებრივ ბევრი თურქი იკრიბებოდა, და იქ სცადეს მისი დაყოლიება ისლამის მიღებაზე. მაგრამ ახალგაზრდა შეურყეველი დარჩა.

1784 წლის 27 იანვარს დიმიტრის თავი მოჰკვეთეს თავისი ტავერნის წინ გალათაში. სამი ღამის განმავლობაში ზეციური ნათელი გამოდიოდა მისი საფლავიდან. სამი თვის შემდეგ პონტოელმა თურქებმა დიმიტრის მიმართ სიძულვილის გამო მოკლეს პანაიოტისი, ტავერნის მეპატრონე.

დიმიტრის ცხოვრება შეტანილია ღირსი ნიკოდიმოს ათონელის "ახალ მარტვილოლოგიაში".

.................................
კონსტანტინეპოლელ ახალმოწამეთა ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1