წმინდა ათანასე 17 - ე საუკუნის მეორე ნახევარში ატალიაში იშვა. სმირნაში, სადაც ცხოვრობდა, თურქთაგან მრავალგზის დაითმენდა დამცირებას.
ერთხელ რატომღაც წინდაუხედავად წარმოთქვა:
- არა არს ღმერთი, ალაჰის გარდაო! რის შემდეგაც
თურქებმა მყის სასამართლოში წარადგინეს, თან ირწმუნებოდნენ, - ათანასემ ეს ესაა, ისლამი მიიღოო!
ათანასე მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა და განუმარტავდა, - ეს ცნობილი ისლამური ფორმულა ოდენ წარმოვთქვი და გამაჰმადიანება არც კი მიფიქრიაო!
განაწყენებულმა თურქებმა ათანასეს მაშინვე საპყრობილეს უკრეს თავი და ფორმალური დაკითხვის შემდგომ წამება უწყეს, შემდეგ კი, რა დარწმუნდნენ, ვერას გააწყობდნენ, თავი წარკვეთეს, ტანი კი საჯიჯგნად ძაღლებს მიუგდეს.
მოხდა საოცრება: - დამშეული პირუტყვნი, რომელნიც მყის ნთქავდნენ ხოლმე საკბილოს, ათანასეს სხეულს არც გაჰკარებიან, სამი დღის შემდგომ კი იგი ქრისტიანებმა წააბრძანეს, გააპატიოსნეს და დაკრძალეს.
წმინდა ათანასე 1700 წელს ევნო ქრისტესთვის. სიკვდილით დასჯიდან სამი დღის შემდეგ და მოსამართლის ნებართვით, ქრისტიანებმა მიიღეს წმინდანის სხეული და პატივით დაკრძალეს წმინდა პარასკევას ტაძარში.