წმინდა მოწამე იოასაფი (+1536) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
წმინდა მოწამე იოასაფი (+1536) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
წმინდა იოდასაფი ცხოვრობდა XVI საუკუნეში. ის იყო ბერი და კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ნიფონტეს მოწაფე. ბერი ღირს ნიფონტესთან ერთად იყო ათონზე. ბერს ძალიან უყვარდა უფალი და გადაწყვიტა სიცოცხლე დაეთმო მის გამო, ამიტომ პატრიარქს სთხოვა კურთხევა მოწამეობისათვის. სიკვდილის წინ პატრიარქმა შეუსრულა თხოვნა იოდასაფს და მისცა კურთხევა, თან უწინასწარმეტყველა წამება კონსტანტინოპოლში.

ბერი იოდასაფი ღირსეულად წარდგა თურქული სამსჯავროს წინაშე და აღიარა თავისი რწმენა ყოვლადწმინდა სამებისა. მის შემდეგ ნეტარი ბერი აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1516 წლის 26 ოქტომბერს.

წმინდა იოდასაფის ხსენების დღე 26 ოქტომბერი (ბერძნ.) და ათონელ წმინდა მამათა კრებულში, ვატოპედის (ბერძნ.) და დიონისოს (ბერძნ.) წმინდანთა კრებულში, ასევე ახალმოწამეთა კრებულში, რომლებიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ეწამნენ (ბერძნ.)

ბეჭდვა
1კ1