წმინდა მოწამე აგილეუსი (აგლეუსი, +300) - 15 (28) ოქტომბერი
წმინდა მოწამე აგილეუსი (აგლეუსი, +300) - 15 (28) ოქტომბერი
წმინდა აგილეუსი დაახლოებით 300 წელს ეწამა კართაგენში, კონსტანტინეს ეპოქამდე ქრისტიანთა ბოლო დიდი დევნისას.

მას იხსენიებს ძველი კართაგენული და იერონიმეს მარტიროლოგიები. მისადმი იყო მიძღვნილი კართაგენის ერთ-ერთი მთავარი ბაზილიკა. ნეტარ ავგუსტინეს ერთ-ერთი ქადაგება წმინდა აგილეუსის ხსენების დღეს წარმოუთქვამს.

მისი ხსენება იყო ასევე 25 იანვარს. შემდგომში მისი ნაწილები რომში გადაასვენეს.


ბეჭდვა
1კ1