აღმსარებელი - დეკანოზი მაკარი (გაჩეჩილაძე)
აღმსარებელი - დეკანოზი მაკარი (გაჩეჩილაძე)
ძირულასთან გაჩერებულ მატარებელში, რომელშიც დასახვრეტად განწირული ხალხი იყო ჩაკეტილი, დეკანოზი მაკარიც მოხვდა, რადგან მას ანაფორა ეცვა. "სიკვდილმისჯილთა" დასათვალიერებლად ჩამოიარეს "სოციალისტებმა" (როგორც მაშინ მათ ეძახდნენ), ერთმა მათგანმა დეკანოზი მაკარი იცნო, რადგან მისი ნამოწაფარი აღმოჩნდა და მხცოვანი მასწავლებელი გაათავისუფლა. XX საუკუნის 30-იან წლებში წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დახურეს და მისი წინამძღვარი მამა მაკარი იძულებული გახდა, თბილისში გადმოსულიყო. დაინიშნა ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. საშინელი დრო იყო, მაგრამ მიუხედავად დევნისა და რეპრესიებისა, მას არასოდეს გაუხდია ანაფორა. საშინელი შიმშილობის და გაჭირვების დროს, დიდი სამამულო ომის პერიოდში, არც უფიქრია, წიგნები ან საბუთები, რომლებიც გაჩეჩილაძეთა სასულიერო წოდების საგვარეულო ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა, გაეყიდა. დიდად ნაღვაწი მამა მაკარი 83 წლისა მშვიდობიანად აღესრულა 1942 წელს.

გამოყენებული ლიტერატურა:

გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, "XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა").

სურათზე დეკანოზი მაკარი ოჯახთან ერთად. იხილეთ  წყარო »»

ბეჭდვა
1კ1