"ყველაზე უხუცესი და ჩინით პირველი მონასტერში არის ჩვენი იღუმენი, არქიმანდრიტი იერემია. ის 88 წლისაა, სულ გათეთრებული წვერით. ძალიან თბილი და ტკბილი ადამიანია, მისი "გაბრაზება" გამოიხატება მოფერებით, ძალიან დაბალი ტონით ნათქვამი შემდეგი სიტყვებით: "ეს არ არის ბერული საქციელი". არადა ის ამ უზარმაზარი მონასტრის ერთპიროვნული გამგებელია, მას აქვს სტავროპიგიალური უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონასტრის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს საბერძნეთის სახელმწიფოს კანონები, მხოლოდ მისი პირადი ლოცვა-კურთხევა, ქვეყნის

ბერი ერმოლაოსის წერილებიN19.2003წ.
" დედა, ჩვენი იღუმენი, არქიმანდრიტი იერემია ღვთის ნუგეშია ჩვენთვის, განსაკუთრებით ჩემთვის. ძალიან ჰგავს შალვა ბაბუას, შესახედავადაც და განსაკუთრებით ხასიათით, დიდი მლოცველია და ღვთის მადლით დახუნძლული პიროვნებაა, რა ბედნიერებაა, რომ მაქვს საშუალება მისგან კურთხევა მივიღო. დიდება უფალს! წელს 90 წელი შეუსრულდა, სურათს არ იღებს არასოდეს"...
ათონი. საბერძნეთი. 30.03.2004წ.