წმინდა ნინოს მიცვალება
მალე გარდავიცვლებიო, რომ იგრძნო წმინდა ნინომ, მირიანს წერილი მისწერა, - მთავარეპისკოპოსი გამომიგზავნეო. დედოფალმა სუჯიმ მხედრები წამოიყოლა და მცხეთაში წერილი თვითონ წამოიღო.
ქალაქს ფეხშიშველი მოადგა. არაგვი ბობოქრობდა, სუჯის მხედრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მდინარე ვერ გადალახეს. მეორე ნაპირს მცხეთელები მოსდგომოდნენ და მხედართა წვალებას შესცქეროდნენ. დედოფალმა ილოცა, ამხედრდა და ცხენი არაგვში შეაგდო. წყალი უეცრად ორად გაიპო, მდინარე გაწყდა, ტალღები შეჩერდა - სუჯი მეორე ნაპირზე თავისუფლად გავიდა. სვეტიცხოველში ილოცა, შემდეგ მირიან მეფეს ეახლა და წმინდა ნინოს წერილი გადასცა.
მეფე და დედოფალი უამრავ ხალხთან ერთად ბოდბეს გაეშურნენ.
ეპისკოპოსმა იოანემ წირვა აღასრულა და წმინდა ნინო გარდაცვალების წინ აზიარა.
