XX საუკუნეში, კომუნისტური მმართველობისას, ქუთაისის მაზრის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა დავითისა და კონსტანტინეს უარყოფა. მათი ნეშტები საფლავიდან ამოიღეს და ქალაქის შუა მოედანზე გაიტანეს, სადაც რამდენიმე დღე ეყარა, შემდეგ ისინი მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცეს. მაშინდელმა საქართველოს პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძემ) ხელისუფლებას წმინდანთა ნაწილების მონატერში დაბრუნება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

მოწამეთა მონასტერი დღესაც მოქმედია და იქ ღვთისმსახურება აღევლინება.