ბავშვებო, უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება ბოროტებას ვერ განკურნავს. თუ ბოროტებას ბოროტებით გადაუხდი, ის გაორმაგდება - წამალი ბოროტებისა მხოლოდ ერთია - სამაგიეროს გადახდა სიყვარულითა და სიკეთით!
მხოლოდ სიყვარულს და სიკეთეს ძალუძს ბოროტების განკურნება. შეიძლება ბოროტებისთვის სხვას სამაგიერო არ გადავუხადოთ, მაგრამ გულში მაინც გვახსოვდეს. ესეც დაუშვებელია. მართალია, ძნელია ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფალს უნდა ვევედროთ, ჩვენი გულიდან აღმოფხვრას ხსოვნა წყენისა. ჩვენი სიყვარული კი მართლმადიდებლურ რწმენაზე უნდა იყოს დაფუძნებული.