რომელი ხატია მართლმადიდებლური?
რომელი ხატია მართლმადიდებლური?
ჩემო პატარა მეგობარო, ხშირად შენზე უფროს დეიდებსაც და ბიძებსაც კი ეშლებათ ხოლმე, რომელი ხატია მართლმადიდებლური და რომელი - არა. მისი ამოცნობა ასე შეიძლება: ხატებზე მაცხოვარს ღვთაებრივი ბუნების გამო შარავანდში (თავის გარშემო ლამაზად მომრგვალებულს ნიშნავს და მხოლოდ წმინდანად შერაცხულებს აქვთ) უჩანს ჯვარი. ჯვარს ბერძნულად აწერია "მყოფი", "ის, რომელიც არის".

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხელში საღმრთო ყრმა ჰყავს, იშვიათად მარტოც გამოისახება. მისი ხატი შეიძლება გავარჩიოთ იმითაც, რომ დედოფალს სამი ვარსკვლავი ამშვენებს (შუბლსა და მხრებზე) - მარადის ქალწულობის ნიშნად.

ყველა წმინდათა დასს განსაკუთრებული ნიშანი აქვს: მოციქულებსა და ღვთის სიტყვის მქადაგებლებს ხელში სახარება უპყრიათ, მოწაფეებს - ჯვარი, ეკლესია-მონასტრების მაშენებლებს - ტაძარი, მკურნალებს - წამლების ყუთი... ამის გარდა, ყველაფერს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: გრძელი თითები წმინდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, დიდი თვალები - სულიერ ხედვას. ხატებს აქვთ განსაკუთრებული წარწერა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვისია ხატი.

KARIBCHE KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1