ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხელში საღმრთო ყრმა ჰყავს, იშვიათად მარტოც გამოისახება. მისი ხატი შეიძლება გავარჩიოთ იმითაც, რომ დედოფალს სამი ვარსკვლავი ამშვენებს (შუბლსა და მხრებზე) - მარადის ქალწულობის ნიშნად.
ყველა წმინდათა დასს განსაკუთრებული ნიშანი აქვს: მოციქულებსა და ღვთის სიტყვის მქადაგებლებს ხელში სახარება უპყრიათ, მოწაფეებს - ჯვარი, ეკლესია-მონასტრების მაშენებლებს - ტაძარი, მკურნალებს - წამლების ყუთი... ამის გარდა, ყველაფერს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: გრძელი თითები წმინდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, დიდი თვალები - სულიერ ხედვას. ხატებს აქვთ განსაკუთრებული წარწერა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვისია ხატი.
