წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
გსურს, დიდი იყო? - იყავი ყველაზე მცირე (მარკ. 9, 35).
წმინდა ეფრემ ასური


ცხონების დასაწყისი საკუთარი თავის ყვედრებაა.
ამბა ევაგრე

გიყვარდეს თავმდაბლობა, რომელიც ღმერთს უყვარს.

***
ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

თუ თავს უარესად მიიჩნევ, უფალი უკეთესად ჩაგთვლის.

***
ნეტარია კაცი, რომელიც თავს ყველაზე უარესად თვლის.

***
მაშინ ხარ დიდი, თუ საკუთარ თავს არარაობად მიიჩნევ.
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

გიყვარდეს თავმდაბლობა: იგი შენს ცოდვებს დაფარავს.
წმინდა ანტონი დიდი

თავმდაბლობა ერთ-ერთი ნიშანია ჭეშმარიტი გონიერებისა.

***
თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა.
წმინდა ბასილი დიდი

ისეც ხდება, რომ ზოგიერთი დიდებისათვის იმდაბლებს თავს.
ამბა დოროთე

შენი თავმდაბლობის შემყურე მტერიც თავმდაბალი გახდება.

***
დიდია იგი, ვინც ღვთის წინაშე საკუთარ არარაობას გრძნობს!

***
საკუთარი თავის დამამცირებელმა ცხონების სწორი გზა ჰპოვა.
ამბა ისაია

ბეჭდვა
1კ1