წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
უფალი ევნო ჯვარზე, რათა გაენადგურებინა ცოდვა.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ცოდვა უნდა გძულდეს, ცოდვილი კი უნდა გიყვარდეს.

***
ყოველი ახალი ცოდვა ახალ ლაქას აჩენს ჩვენს სულზე.

***
გიყვარდეს ცოდვილნი, მაგრამ გძულდეს მათი საქმენი.
წმინდა ისააკ ასური

გიყვარდეს თავმდაბლობა: იგი შენს ცოდვებს დაფარავს.
წმინდა ანტონი დიდი

ვინც უსაქმურად ცხოვრობს, ის განუწყვეტლივ სცოდავს.

***
მცირე ცოდვასაც შეუძლია, ადამიანი დიდ უკანონობამდე მიიყვანოს.

როგორც სიბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივეა სიკეთის აღუსრულებლობა.
წმინდა ტიხონ ზადონელი

ვერც მცირე ცოდვებით დაიმკვიდრებ ცათა სასუფეველს.

***
ვინც მცირე ცოდვაზე გაიმარჯვებს, ის დიდსაც მოერევა.

დიდია ცოდვის ძალა, მაგრამ ასმაგად მეტია ღვთის მადლი.

***
სხვისი ცოდვაში ჩაგდების გამო ორმაგად ვაგებთ პასუხს.
წმინდა იოანე ოქროპირი

ქრისტე მოკვდა იმისათვის, რომ ჩვენში ცოდვა მომკვდარიყო.

***
სადაც სიტყვა მრავლადაა, იქ, ჩვეულებრივ, მრავალი ცოდვაა.
ილია II

სასოწარკვეთაზე დამღუპველი და საშინელი ცოდვა, სულისთვის არ არსებობს.
წმინდა სერაფიმე საროველი

ბეჭდვა
1კ1