წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ჩვენ ერთმანეთისაგან ჯვრის სიმძიმე განგვასხვავებს. ზოგის ჯვარი ძნელად სატარებელია, ზოგისა - მსუბუქი, "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი" (გალატ. 6,2), - გვარიგებს მოციქული პავლე.

***
ქრისტიანობა ჯვრისმტვირთველობაა - ამასთან ვერტიკალური ხაზი მიანიშნებს ჩვენს მსახურებას და ერთგულებას უფლისადმი, ხოლო ჰორიზონტალური - მოყვასისადმი. თუ ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს არ ქმნის, იგი არ ცხოვრობს სწორად.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II


ადამიანი გაჭირვებით იცავს მისთვის ბუნებრივს, ქრისტე კი ჯვრის მიერ ღვთისშვილობას ანიჭებს მას.
წმინდა მარკოზ მონაზონი (განშორებული)

ქრისტე ჯვრიდან გვეუბნება თითქოს ყველას და ყოველ ჩვენგანს: "აი, რა გავაკეთე შენი გულისათვის! შენ რა გააკეთე ჩემთვის?"

***
ერთი წმინდანი ამბობს: "თუ სხვა არაფერი შეგიძლია შესწირო უფალს, სამსხვერპლოზე მიიტანე ტანჯვა და ჯვარი შენი ცხოვრებისა".
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

როგორც ქრისტეს ჯვარი არის სასუფევლის კარი ყველასათვის, ასევე ქრისტიანის ჯვარი არის სასუფევლის გასაღები ყველა მისი ძისათვის.

***
ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და საკუთარი ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს.
პაისი მთაწმინდელი

ბეჭდვა
1კ1