არავინ განვიკითხოთ
არავინ განვიკითხოთ
არა მარტო ლაპარაკისას უნდა ვფხიზლობდეთ, გონებაც კი ფხიზლად უნდა გვქონდეს. არავინ განვიკითხოთ. ერთხელ მამა პაფნუტიმ ერთ დაბაში ნახა, ორნი მესამეს განიკითხავდნენ. მამა პაფნუტი მობრუნდა, დადგა და თავისი ცოდვების მიტევება შესთხოვა უფალს. ამ დროს წარმოუდგა წინ უფლის ანგელოზი ორლესული მახვილით ხელში და უთხრა: - პაფნუტი, ვინც სხვას განიკითხავს, ამ მახვილით განიგმირება. შენ კი არ განიკითხე ისინი, თავი დაიმდაბლე ღვთის წინაშე, თითქოს შენ გექმნას ის ცოდვა. ამისთვის შენი სახელი ცოცხალთა წიგნში ჩაიწერაო.


ბეჭდვა
1კ1