ღვთის თვალთა წინაშე წარდგომას და სიარულს გვასწავლის მამა სამსონი (სივერსი):
ყოველი საქმის აღსრულებისას თქვი: როგორი იქნება ეს ღვთის წინაშე? - და არ შეცდები... მიდიხარ ქუჩაში, ხვდები ვიღაცას - ღმერთი გყავდეს თვალწინ. შეგეკითხება - უპასუხე, მხოლოდ თავმდაბლად, სიყვარულით, რომ ამ პასუხში კაცთმოთნეობა და სიცრუე არ იყოს... როცა მართლაც ვიცხოვრებთ ღვთის თვალთა წინაშე, მუდამ მხიარულნი და ბედნიერნი ვიქნებით. ეს სიმშვიდე კი არასოდეს დაგვტოვებს.