ენა ქართული
ენა ქართული
ენაი შემკული და კურთხეული...
გარდა უკვდავი სულისა, ადამიანებს პირუტყვთაგან პირმეტყველებაც განგვასხვავებს, ურთიერთობის ყველაზე გამომხატველი საშუალება სწორედ სიტყვებია. მათი საშუალებით არათუ ერთმანეთს, უფალსაც ვესაუბრებით. ყოველი ენა კურთხეულია უფლისაგან, მაგრამ ენა ქართული - ენაი შემკული და კურთხეული - დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა ენათა წარმოშობა, რა ისტორია აქვს ქართულ ენას, როგორ ცდილობდნენ გარეშენი მის ამოძირკვას საქართველოდან, საიდან ვიცით, რომ დედა ღვთისა მას ცხონების ენას უწოდებს, გვესაუბრება თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი ანანია საპატრიარქოსთან ახალშექმნილი ქართული ენისა და კულტურის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც გახლავთ.

- მეუფეო, ცნობილია თუ არა, რა ენაზე ესაუბრებოდა უფალი ადამსა და ევას - ეს იყო გულისმიერი თუ ხმისმიერი, ან უკვე შემდგომ, ვიდრე მოხდებოდა ენათა აღრევა, საუბრობდნენ თუ არა ადამიანები კვლავ სამოთხისეულ ენაზე?

- გლოცავთ თქვენ და ჟურნალის ყველა მკითხველს. ნამდვილად მშვენიერია თქვენი ჟურნალი და გისურვებთ, კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამშვენდეს.

ჩვენი ყოველი ცოდნა წმინდა წერილს ანუ ბიბლიას ეფუძნება. წმინდა წერილში ნათლად წერია, რომ ერთპირი იყო დედამიწა და ერთ ენაზე მეტყველი, რაც ძალზე საინტერესო ფაქტია. მაგრამ ეს ერთენოვნება ადამიანებმა თავიანთი სიამაყის იარაღად გამოიყენეს და ერთი პირით აღმართეს ბაბილონის გოდოლი. ამის შემდგომ უფალმა ინება, დაეყო ენა. მას მერე უამრავი ენა და დიალექტი შეიქმნა.

წმინდა წერილი არ იძლევა იმის საშუალებას, დაბეჯითებით ვთქვათ, როგორ საუბრობდნენ ადამიანები ბაბილონის გოდოლამდე. ამაზე გარკვეულ წარმოდგენას მამების განმარტებები შეგვიქმნის. ვიცით, რომ ადამი და ევა ღმერთს ესაუბრებოდნენ, მისი ნათქვამი ესმოდათ, მაგრამ ეს გულით ხდებოდა თუ სხვაგვარად, არ არის მითითებული.

უფლის კურთხევა და ნებაა უამრავი ენის არსებობა. ყოველი ენა ნაკურთხია და დალოცვილი. დიდი იმპერიები ბევრს ცდილობდნენ, ხალხი ერთ ენაზე აელაპარაკებინათ, რომ დედამიწაზე ერთი ენა ყოფილიყო - ან თავის ენას ავრცელებდნენ დამპყრობლები, ან საერთოOენის შექმნას ცდილობდნენ (მაგალითად, ესპერანტო), მაგრამ როგორც არ უნდა ეცადოს კაცობრიობა, ეს მაინც არ მოხდება, რადგანაც ღვთის ნებაა, იყოს მრავალი ენა.

- მაგრამ ენათა აღრევა ხომ, ფაქტობრივად, ბაბილონის გოდოლის მაშენებელი ადამიანების დასჯა იყო?

- არ შეიძლება უფალი რაიმე ბოროტის წყარო იყოს. ღვთიური წყალობაა, რომ სხვადასხვა ენით ვლაპარაკობთ. უფალმა ინება, რომ კაცობრიობის ცივილიზაციის სამშენებლო მასალად ერები ყოფილიყო, მათგან კი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა. ასე რომ, უფლის ნებაა, დედამიწაზე მრავალი ერი და მრავალი სახელმწიფო იყოს.

- ხოლო ერის საფუძველი ენა გახდა?

- კი, ნამდვილად. ენების შემსწავლელი მეცნიერები ხშირად არამორწმუნენი, არამართლმადიდებლები და თანაც სხვა კულტურის წევრები არიან. ამის მიუხედავად, მთელი მსოფლიოს ლინგვისტები საერთო დასკვნამდე მივიდნენ, რომ ინდოევროპელებს ჰქონდათ საერთო საწყისი ენა, სემიტებს - საერთო ენა... ანუ მივდივართ ბიბლიურ ისტორიამდე - ნოეს, რომელიც წარღვნისას ოჯახთან ერთად გადარჩა, ჰყავდა სამი ვაჟი - სემი, ქამი და იაფეტი. სემისგან ჩამოყალიბდა ხალხი, რომელსაც სემიტები ეწოდებოდათ - ებრაული და არაბული ერები. ისინი ლაპარაკობდნენ ფუძესემიტურ ენაზე ანუ საერთოსემიტურ ენაზე. მათი გამრავლების შემდეგ წარმოიშვა სხვადასხვა სემიტური ხალხები.

იაფეტისგან წარმოსდგნენ ე.წ. ინდო-ევროპელები: გერმანული, ბალტიური, რომანული, სლავური ენის მქონენი, ინდოელების ნაწილი, სპარსელები, მათი მონათესავე ერები და სხვა. ლინგვისტების დასკვნით არსებობდა საერთო ინდოევროპული ფუძეენა, რომელზეც თავდაპირველად იაფეტის ახლო შთამომავლები საუბრობდნენ. ხოლო ქამიტურ ენათა ჯგუფს აკუთვნებენ ეგვიპტურს, შავკანიანთა ენებს, პოლონეზიურ ენებს...

- რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ქართული ენა?

- ძველი ქართული მატიანეების თანახმად, ქართველები იაფეტის შთამომავლებად მოიხსენებოდნენ. ყველა ძველ წყაროში ასეა დაფიქსირებული, რომ ქართული ენა შედის იაფეტურ - ინდოევროპულ - ენათა ჯგუფში. სამეცნიერო წრეებში არსებობს შეხედულებაც, რომ ქართული ენა სრულებით დამოუკიდებელი ენაა, ე.წ. იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და არ არის ინდოევროპული.

- დაახლოებით როდიდან არსებობს ქართული ენა?

- ეს ძნელი სათქმელია. ჩვენი მეცნიერები ქრისტეშობამდე IV ათასწლეულს ასახელებენ.

ჩვენი წყაროები ნათლად ამბობენ და მეც ვეთანხმები, რომ ქართველური ენის საწყისი ქართულ სახელმწიფოებრიობასთან თანხვედრაში უნდა ვეძიოთ - ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მცირედ უსწრებდა ქართული ენის ჩამოყალიბება.

რატომღაც არ აკვირდებიან, რომ ფარნავაზის დროს ქართული ენა ესმოდა ანუ მშობლიური იყო როგორც ეგრისელისთვის (დღევანდელ მეგრელთა წინაპრები), ისე არგვეთელისთვის (იმერლების წინაპრები), სვანისთვის (დღევანდელი სვანეთი ფარნავაზის სამეფოში შედიოდა). მემატიანე პირდაპირ წერს, რომ მის სახელმწიფოში არ იზრახებოდა სხვა ენა, თვინიერ ქართულისა, ანუ ფარნავაზის დროს, ქრისტეშობამდე 400-300 წლით ადრე, ქართული საერთო ენა იყო. აქედან გამომდინარე, ენები, რომლებსაც ვუწოდებთ სვანურს, ლაზურს, მეგრულს, ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული.

მინდა მკითხველმა კარგად გაიგოს, 2000 წლის წინ საერთოქართველური ენა ჯერ კიდევ არსებობდა. 2000 წელი უზარმაზარი დროა. თანამედროვე ფრანგულ ენას სულ 500 წლის ისტორია აქვს, თანამედროვე რუსული, მათივე წყაროების მიხედვით, 600 წლისაც არ არის (სლავური დაიშალა და მე-14 საუკუნეში აღმოსავლური სლავურიდან წარმოიშვა თანამედროვე უკრაინული, თანამედროვე ბელორუსული და თანამედროვე რუსული), ქართველების 2000 წელი კი ზოგს ცოტა ჰგონია.

- ეკლესიაში თავდაპირველად უჭირთ ძველქართულის გაგება, ვინც უკვე შეჩვეულია, გრძნობს, რამდენად მადლიანია ძველი ქართული. რატომ არის უფრო ყოვლისგამომხატველი ეს ენა, რატომ მოაქვს მას ასეთი მადლი?

- ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება მაქვს: ძველმა ქართულმა ენამ შემოინახა ის საერთოქართველური ენა, რომელიც დაფიქსირებული გვაქვს 1500 წლის წინანდელ დამწერლობით წყაროებში. ვფიქრობ, ძველმა ქართულმა ენამ ფუძექართული ენის დიდი ნაწილი შემოინახა, ამ ფუძექართულზე აღმოცენდა ძველი ქართული, რომელიც, ასე ვთქვათ, ჩვენამდე დაკონსერვებული სახითაა მოტანილი. ანუ ძველი ქართული არ იყო რომელიმე დიალექტის ენა. ეს მხოლოდ ქართლელების, კახელების ან ეგრისელების ენა კი არ იყო, არამედ მათი საერთო წინაპრებისა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საბჭოთა ენათმეცნიერება მიიჩნევს, თითქოს ძველი ქართული ენა ქართლურ დიალექტზეა აღმოცენებული, არადა პირიქითაა; მისგანაა განვითარებული ქართლური დიალექტიც, კახურიც, ეგრისულიც...

მოგეხსენებათ, საქართველო ძალიან ხშირად იყო დაშლილი. ამის მიუხედავად აფხაზეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სვანეთში წირვა-ლოცვა თუ სხვა ღვთისმსახურება ქართულად ტარდებოდა; თუმცა დაქუცმაცებულ-დანაწევრებულ ქვეყანაში უკვე არსებობდა ადგილობრივი კილოები, მაინც ქართული იყო მათი საურთიერთობო ენა, სამართლის წყაროების ენა, ოფიციალური ურთიერთობების ენა, სალიტერატურო ენა.

არსებობს IX საუკუნის სვანური დოკუმენტი, სადაც ჩემი გვარია მოხსენიებული - მჯაფარიანები ანუ ჯაფარიძეების წინაპრები. ეს ის პერიოდია, როცა საქართველო დაშლილია, იავარქმნილია, თბილისში 400 წელია არაბები ბატონობენ... ამ დროსაც კი სვანური ოჯახები ერთმანეთს ქართულ ენაზე უთანხმდებიან, მათ შორის ოფიციალური ურთიერთობის ენა არის ქართული! ანუ აშკარაა, ეს ენა მათი წინაპრების წინაპართა ენა იყო, რომელიც მათ კარგად ესმოდათ და ინარჩუნებდნენ კულტურის, განათლების ენად.

ამ ყველაფერს ჩვენი ლინგვისტებიც ხშირად ადასტურებენ. ცნობილმა მეცნიერებმა, ბატონმა თამაზ გამყრელიძემ და გივი მაჭავარიანმა 1965 წელს ერთობლივად გამოსცეს წიგნი, სადაც წერია, რომ წელთაღრიცხვათა მიჯნაზე, ანუ IUსაუკუნეში, ზან-ქართული ენა ჯერ არ იყო დაშლილი. ეს არის მოციქულთა შემოსვლის დრო. ვიცით, უფალმა აკურთხა თავისი მოწაფეები - წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნიო. სულთმოფენისას მათ მიიღეს ბრძანება, წარმართებთან მათსავე ენაზე ექადაგათ და ასევე მიიღეს ცოდნა ამ ენებისა. როცა ისინი ჩვენთან შემოვიდნენ, უნდოდათ თუ არა, ჩვენს ენაზე მეტყველებდნენ და ეს ენა ყოფილა ზან-ქართული ანუ დაუშლელი და დაუყოფელი ქართული ენა. ამას წინათ ბატონმა თამაზმა ეს ფაქტი დამიდასტურა.

- ანუ ზან-ქართული ეკლესიამ შემოგვინახა?

- სწორედ ამის თქმა მინდა. ეს ენა უკვე დაფიქსირებული გვაქვს IV საუკუნეში. ჩემი აზრით, ზანურ-ქართული იყო "ძველი ქართული ენა" ანუ მთელი საქართველოს მოსახლეობის საეკლესიო ენა, ჩვენი წინაპრები მას უწოდებდნენ უბრალოდ ქართულ ენას, ჩვენ კი - ძველ ქართულს. ის არის ბიბლიის ენა როგორც სვანებისთვის, ისე მეგრელებისთვის, ძველი აფხაზებისთვის, ჩრდილო კავკასიის მცხოვრებლებისთვის. ჩრდილო კავკასიაში უხვადაა ქართული ეპიგრაფიკული ძეგლი. პირვანდელი წირვა-ლოცვის ენა იყო ქართული და იქ მას ძალით ვერ გაავრცელებდი. შეუძლებელი იყო, სპარსელებისა თუ არაბების კულტურული და პოლიტიკური ძლიერების გარემოცვაში საკუთარი ენა ვინმესთვის თავს მოგეხვია.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ხალხის კულტურისა და ურთიერთობის ენად რუსული იქცა. ამ ენაზე საუბრობენ ერთმანეთში ჯავახელი სომეხი და მარნეულელი აზერბაიჯანელი. ცნობილია, რომ ძველად საქართველოში სომეხი, აზერბაიჯანელი და ლეკი ერთმანეთთან ქართულ ენაზე საუბრობდნენ.

- ძველი ქართული გაცილებით ღრმაა, ვიდრე თანამედროვე. საზოგადოდ ისე ხომ არ არის, რაც ძველია ენა, უფრო მრავლის გამომხატველია, რაც იერარქიულად ადამისკენ ადის, უფრო შინაარსიანია - ადამი ხომ ყველა სულდგმულს ღრმა შინაარსით დატვირთულ სახელებს არქმევდა?

- ძველი ენა ნამდვილად უფრო მადლიანია. ჩვენი ძველი ქართულიც მოციქულების ენაა, ღვთისმშობლის ენაა. მავანმა შეიძლება თქვას, როგორ შეიძლება, ქართული ღვთისმშობლის ენა იყოსო. ჩვენ ამის უეჭველი დადასტურება გვაქვს.

- წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის ისტორიას გულისხმობთ?

- დიახ. დედა ღვთისმშობელი მას ქართულად ესაუბრა და გაუხსნა ენა, რათა მასაც თავისუფლად ეუბრა დავიწყებულ მშობლიურ ქართულზე. კიდევ უფრო ადრე დედა ღვთისმშობელმა განაცხადა, რომ ქართული ენა ცხონების ენაა. ცხონება კი ის არის, რისთვისაც ქრისტიანი ლოცულობს და ღმერთს ევედრება. ჩვენი საბოლოო მიზანი სასუფეველში მოხვედრა ანუ ცხონებაა. IX საუკუნეში წმინდა ილარიონ ქართველი ოლიმპოს (ძველქართულად - ულუმბოს) მთაზე წავიდა და ერთ-ერთ ეკლესიაში ღვთისმსახურება ჩაატარა, საღამოს ლოცვა-ჟამნობა წაიკითხა. მონასტრის მამასახლისს შეატყობინეს - მოვიდნენ ვიღაც ბერები და რაღაც ენაზე ილოცესო. მამასახლისი გაჯავრდა და ბერების იქიდან გარეკვა ბრძანა. იმავე ღამეს მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: - ეს არის ჩემი საპატრონო ენა, ეს არის ცხონების ენა ("და ცხონებად არიან მეტყველნი ამით ენითა"). ასე რომ, დედა ღვთისმშობელი თვითონაც საუბრობდა ქართული ენით, იცავდა მას და ამბობდა, რომ ეს ცხონების ენაა.

- იოანე-ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი" გამახსენდა.

- ეს ხელნაწერი სინას მთაზე აღმოჩნდა. თვითონ სინას მთა უწმინდესი ადგილია, იქ მოსეს გამოეცხადა უფალი და მისცა ფიცარზე დაწერილი მცნებები. ამდენად, ეს ჭეშმარიტებისა და სიმართლის ადგილია. სინას მთიდან არის "მოქცევაი ქართლისაის" ერთ-ერთი რედაქცია. მისი წერა დაიწყო I საუკუნეში და ვიცით, რომ მასში ბოლო ჩანაწერები VII საუკუნეშია გაკეთებული. იქ წერია, რომ ფარნავაზის სახელმწიფოში შედიოდა სრულიად საქართველო - მთელი დასავლეთ საქართველო, ეგრისი, სვანეთი, არგვეთი ეგრისწყლამდე. ანუ საქართველოს პირველი გამაერთიანებელი ბაგრატ III-მდე იყო ფარნავაზი და მასზე ადრე - აზონი. ამ ქვეყანაში ერთადერთი ენა ქართული ენა იყო, "ქებაი და დიდებაიც" აქედან იღებს სათავეს. ქართული ენა და ეკლესია ღვთისმშობელთანაცაა შედარებული, ასე რომ, იგი ღვთის მუდმივ მფარველობასა და კურთხევაშია, ამ ენას ქართული, ძველი ქართული ეწოდება.

- ქართულ დამწერლობასაც შევეხოთ. რამ განაპირობა ქართული დამწერლობის მრავალფეროვნება?

- ქართული დამწერლობების სტრუქტურები ერთია, საუკუნეების მანძილზე მათი პრაქტიკული გამოსახულება იცვლებოდა. ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით ქართული ანბანის საფუძველია ასომთავრული, მისგან განვითარდა ნუსხა-ხუცურიც და თანამედროვე მხედრულიც. ეს ჩვენი კულტურაა, ჩვენი განძია, ეკლესია ინახავს როგორც ძველ ქართულ ენას, ასევე ხუცურ დამწერლობას.

- ზოგჯერ ერისკაცები "დავითნს" ხუცურად კითხულობენ - მადლიანად იკითხებაო. აქვს თუ არა მნიშვნელობა, ფსალმუნებს რა დამწერლობით წაიკითხავს ადამიანი?

- მადლი, სწორედ მადლი აქვს მეტი, თორემ უფალი ნებისმიერი ანბანით წაკითხულ ლოცვას შეიწირავს. არის მოსაზრება, რომ ძველი ქართული დამწერლობა ფარნავაზის დროიდან მოდის. თეიმურაზ ბატონიშვილი კი ამბობდა, რომ კიდევ უფრო ადრე იგი წარმართ ქურუმთა წრეში ინახებოდა. ახლა სხვა მოსაზრებაც გამოითქვა - თითქოს ქართული ანბანი ქრისტიანობის მერე ჩამოყალიბდაო. არა მგონია, სწორი იყოს.

- პატერიკებში წაგვიკითხავს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც წმინდა მამებს არ სცოდნიათ ერთმანეთის ენები, მაგრამ შესანიშნავად უსაუბრიათ. როგორ ხდება ეს?

- ასურელ მამათა ცხოვრებაში არის ასეთი რამ. ბერი იოანე ასურეთში ცხოვრობდა. მას გაგონილიც არ ჰქონდა ქართული ენა, მაგრამ მიიღო ზეგარდამო ბრძანება, რომ უნდა წასულიყო საქართველოში. ისე, როგორც მოციქულებზე, გადმოვიდა სულიწმინდა მასზე და მეყსეულად ისწავლა ქართული ენა. ასევე - მისმა 12-მა მოწაფემაც. ერთ მომენტს გავიხსენებ: ჩვენთან, ქართული ენის კათედრაზე, იძულებული იყვნენ, ესწავლათ ასურელ მამათა ცხოვრება. და როცა საუბარი შეეხო იმას, თუ რა ენაზე საუბრობდნენ და ქადაგებდნენ ისინი, ასე განმარტეს, - ალბათ ასურელი მამები ეთნიკური ქართველები იყვნენ და ეს ენა იცოდნენო. არადა მათ ცხოვრებაში წერია, - მათ გაგონილიც არ ჰქონდათ ქართულიო. ისინი სულიწმინდის მადლით ამეტყველდნენ ქართულად.

- ასურელ მამათა და სხვა მრავალ უცხოტომელთა საწინააღმდეგოდ, რომლებიც შესანიშნავად მეტყველებდნენ ქართულად, უცხოეთში წასული ქართველები ნელ-ნელა ივიწყებენ მშობლიურ ენას, იქ გაზრდილი თაობა კი თითქმის ვერ ლაპარაკობს ქართულად. რა მნიშვნელობა აქვს სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანისთვის მშობლიურ ენას და როგორ უნდა შეინარჩუნოს იგი?

- დიდად სამწუხაროა, რომ უცხოეთში გასული ქართველები ენასა და ეროვნებას იცვლიან. ეს ადრეც შევამჩნიე და ვწერდი კიდეც. ჯერ კიდევ ვახტანგ VI-ს რუსეთში 1700 საუკეთესო, მცოდნე, ელიტარული ოჯახი გაჰყვა. მათი აბსოლუტური ასიმილაცია, გარუსება მოხდა მაშინ, როცა სომხები რუსეთში ეკლესიებსა და უნივერსიტეტებს ხსნიდნენ. ძველი იერუსალიმის მეოთხედი დღესაც სომხებს ეკუთვნით, მათმა შვილებმა არც კი იციან ადგილობრივი ენები, სომხურ ენაზე იღებენ განათლებას, ამერიკაშიც კი სომხურენოვანი ტელეარხები აქვთ, როცა თბილისში ძალიან ცოტაა ნამდვილი ქართულენოვანი არხი. სირცხვილია, ქართველები ასე რომ ვკარგავთ ენასა და კულტურას, არ იქნებოდა ცუდი ამ საკითხში სომხების მსგავსი პატრიოტიზმი გამოგვეჩინა.

- თუმცა იყო დრო და იმედია, საჭიროების შემთხვევაში იგივე განმეორდება, როდესაც ქართველმა ახალგაზრდობამ ქართული ენის დასაცავად ხმა აიმაღლა რუსეთის წინააღმდეგ. იყავით თუ არა იმ პროცესების მონაწილე და რას გაიხსენებდით?

- სხვათა შორის, აქამდე ეს არსად მითქვამს. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე და 5 წელი ინჟინრად ვმუშაობდი. ჩემს სამსახურში ურთულესი აპარატურა იდგა. ამ დაწესებულებაში სხვადასხვა კაბელი იყრიდა თავს, რომლებიც ძლიერდებოდა და რუსეთში გადიოდა. ჩვენთან მუშაობდა რუსი ინჟინერი, გვარად პუშკინი. ზუსტად იმ დღეს, ისე, რომ არც ვიცოდი, თბილისში რა ხდებოდა, ჩემი საქმის შესასრულებლად აპარატურასთან მივედი. ეტყობა, ეგონა, რაღაც ანტისაბჭოთა ქმედებას ჩავდიოდი. მომიბრუნდა და მითხრა, - მალე ყველა ქართველს დავხვრეტთო (Hფცცნჰტკზტვ დცტ[ უჰეპბყ). გაოცებული მივაჩერდი, რა დაემართა ამ კაცს-მეთქი.

რუსები თავიდანვე ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, ქართულ კულტურას აგდებით უყურებდნენ.

- რა მიზანს ისახავს საპატრიარქოსთან შექმნილი "ქართული ენისა და კულტურის სამეცნიერო საბჭო", რომლის თაოსანიც თქვენ ბრძანდებით?

- კომისიაც იმ საკითხებს ეხება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. როგორც 100 წლის წინ სურდათ, რომ როგორმე გაევრცელებინათ და დაენერგათ აზრი - მეგრელებო, სხვა ხალხი ხართ, სვანებო, თქვენ - სხვა ხალხიო, დღესაც იმავეს ცდილობენ. ამას ინგლისელი ჰიუტი მოუწოდებს. აფხაზეთში მან მოიგო საინფორმაციო ომი, ახლა ჩამჯდარა გალში და ქართველ ერში შუღლს აღვივებს: ქართველები იმპერიალისტები არიან, მეგრულ ენაზე უნდა თარგმნოთ წმინდა წერილი, უნდა შექმნათ სალიტერატურო მეგრული ენაო. ამ ჰიუტის მოწოდებას ზოგიერთი, - არც ვიცი, რა დავარქვა ამ ხალხს, - მხარს უჭერს თბილისში.

ეს ამაზრზენია, ასეთ ხელოვნურ გაყოფას კვლავ ომები მოჰყვება. მათაც ეს სურთ, რომ სამოქალაქო ომში ჩაითრიონ საქართველო.

ჩვენი საბჭო სამეცნიეროა და არსებულ სამეცნიერო თვალსაზრისებს - ამ მარგალიტებს - მოვკრებთ, შევაერთებთ და გავაცნობთ საზოგადოებას, იქნებ რაიმე გვეშველოს. სულ ახლახან გამოვედით დამპყრობელი კომუნისტების ბოროტების იმპერიიდან, ჯერ კიდევ უმწეონი ვართ. ამან წაგვაგებინა აფხაზეთის ომიც. უნდა გავძლიერდეთ ეროვნულად, ეკლესიურად, ერად, ნამდვილ ნაციად ჩამოვყალიბდეთ და დავდგეთ დიდი ერების გვერდით. ეს ის არის, რასაც წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) შესთხოვდა უფალს თავისი ლოცვებით.

- დაგვლოცეთ, მეუფეო!

- ღმერთმა დაგლოცოთ.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
09.06. 2014
ნინო ტარყაშვილი
მეუფე ანანიასთან ინტერვიუმ დიდი სიამოვნება მომგვარა. თუმცა, კარგი იყო, ჟურნალისტს დაესვა კითხვა გიორგი მთაწმინდელის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართველთა ტომებს ძირითადად სემიტური წარმოშობისად მიიჩნევს. ამასთან თვლის, რომ მცირე ნაწილი, ჩვენს შორის არის იაფეტური წარმოშობისა...
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler