"ეს ჩემი აღსარებაა"!
"ეს ჩემი აღსარებაა"!
დეკანოზ ანდრია კემულარიას მოგონებებიდან:
წლების წინ, წირვის შემდეგ მთხოვეს სნეულის ზიარება. ვიკითხე, ვინ არის, რა სჭირს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან. აღმოჩნდა, რომ ეს იყო მოხუცებული, "ხალხურად" მორწმუნე, ანუ ეკლესიის, აღსარება-ზიარების გარეშე. გავყევი. გზად დავიწყე გამოკითხვა, ვინ არის, როგორ იცხოვრა და ა.შ. ადამიანი, თუ ეკლესიის გარეთ ცხოვრობს, წლების მანძილზე იძენს, აგროვებს ცოდვებს, ვნებებს, ხევდება და ნაკლებმიმღები ხდება სული. ძალიან ძნელი ხდება გულის გათბობა, სინანულის ბიძგის მიცემა. მით უფრო, თუ პატიოსნად, შრომაში გაატარა ცხოვრება. ჯებირივით აღმართული მართალი ადამიანის თვითშეგრძნება მიუვალს ხდის ადამიანის გულს. მეც, სანამ დრო მქონდა, ვფიქრობდი, საიდან მივდგომოდი, როგორ ამეხსნა, რომ ქრისტესთან მხოლოდ მონანული მივა. ვფიქრობ და თან ღმერთს ვევედრები, მომცეს სიბრძნე და ძალა და იმ ადამიანსაც გაუხსნას გული. შევედი. სათნო მოხუცებული, ბებო, როგორიც გვიყვარს ყველას. აღმოჩნდა, რომ ბებოს სმენაც დაქვეითებული ჰქონდა. აქ უკვე არ ვიცოდი, რა მექნა. მაგრამ, იმან, რაც შემდგომ მოხდა, ყოველგვარ მოლოდინსა და ვარაუდს გადააჭარბა: მოხუცმა ერთი სქელი რვეული გამოიტანა სასთუმლიდან, აი, საერთო რვეულს რომ ვეძახდით ბავშვობაში და მომაწოდა. "ეს ჩემი აღსარებაა"! მეგონა მომესმა და ვკითხე: როგორ? ვკითხე, მაგრამ სანამ მიპასუხებდა, უკვე ვკითხულობდი. "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!" დადის ადამიანი რამდენიმე წელი, თითქმის ყოველკვირა საუბრობ, მოუწოდებ, აკითხებ და მაინც ვერ უთბება გული, ვერ იხსნება უფლისთვის. აქ კი, ადამიანი, რომელსაც არც სმენია რამე, მხოლოდ პატარობისას იყო ნაზიარევი, ისეთ აღსარებას წერს, რომლის მსგავსი არც მსმენია. არ ვიცი, რომელი საქმე, სურვილი, ძალისხმევა შეუწირა ღმერთმა, რა ღვაწლისთვის მიემადლა სულიერი თვალის ახელა და მსგავსი განცდა ცოდვისა, მაგრამ ლოცვის გარდა სხვა არაფერი მითქვამს. ვაზიარე და, მგონი მე უფრო ვხარობდი. დღესაც მახსენდება ეს შემთხვევა და დღესაც მიხარია და გულს მითბობს. რამდენჯერმე ვიყავი და ვაზიარე მას შემდეგ. მშვიდობით მიიცვალა. მართალთა თანა დააწესოს უფალმა.
ზოგჯერ არჩევანის წინაშე ვდგებით: იქნება ოდნავ დავუთმოთ იმას, რაც გვსიამოვნებს. კი გვამხელს სინდისი – არ უნდა იყოს ეს საქმე მთლად კეთილი, მაგრამ შინაგანი სასწორი "აიწონა-დაიწონას" ემსგავსება და ასეთ ქანქარს მეტწილად სინდისის დადუმება მოჰყვება. დღეს, ხვალ, ზეგ და მერე შინაგანი მსაჯული, ღმრთის მიერ მოცემული, ყუჩება, ადამიანი კი "გონივრულ ახსნას" უძებნის დათმობებს. ვფიქრობ, იმ ბებომ არ წაუყრუა სინდისის ხმას, არ ეურჩა და მან შემოქმედამდე, ყოველი სიკეთის წყარომდე – ღმერთამდე მიიყვანა, არ უტევა უზიარებლად გასვლა.
ბეჭდვაელფოსტა
08.02. 2016
eka
უფლის სიყვარულს და მოწყალებას საზღვარი არ აქვს!დიდება უფალს ყველაფრისათვის!
01.02. 2016
jaba
dideba ufals :*
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat