-ასეთ დროს ერი და ბერი ერთად უნდა იდგეს. ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი შვილები არიან ჩვენი ახალგაზრდობა, მე გაოცებული დავრჩი ამ ახალგაზრდებით. Mმეამაყება და ბედნიერი ვარ ასეთი ერთსულოვნებით,- აღნიშნა საუბრისას პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (კანდელაკი):


ამ ახალგაზდების დანახვით იმედის ნაპერცკალი დიდ ცეცხლს ანთებდა, ცეცხლს სიყვარულისა. ძალიან ცუდი რამ მოხდა... შედეგიც მძიმეა... თითოეული ჩვენთაგანი მოვალეა იქ ყოფნისა. ჩვენი, სასულიერო პირების მათ გვერდით დგომა სულიერ მხარდაჭერასაც ნიშნავდა, თუმცა, ჩვენ იქ მივიტანეთ საკვები, სასმელი წყალი და სხვა საჭირო ნივთები...

ღვთის შეწევნით, გამოვალთ ამ მძიმე მდგომარეობიდან. პირადად მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოხალისეთა რიგებში ჩადგა... გულში ჩავიკრა და დავლოცო ისინი. დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მდებარე საფრანგეთის სამრევლოების სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მინდა გავამხნევო და ვანუგეშო მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, ისინი არ მომკვდარან, ისინი გარდა-იცვალნენ,, . უფალმა გამძლეობა მოგცეთ. ჩვენი სამრევლოები, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრამის (გარმელია) ლოცვა-კურთხევით, დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობების შეგროვებას ვიწყებთ. საქართველოში ამ ყელაფერს უახლოეს დღეებში გამოვაგზავნით. უცხოეთში დროებით მყოფი ქართველობა ნაწილია თქვენი, მართალია ამ წუთებში თქვენ გვერდით არ ვართ, მაგრამ ჭირში და ლხინში მუდამ თქვენი ნაწილი ვართ და ვიქნებით ჩემო საყვარელო და გმირო თანამემამულენო.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
