
მაშინ მიხვდა და მითხრა: - გგონია, ნამდვილად იმას იპოვი, რასაც ეძებო? მართლაც, ცოტა ხანში გამოჩნდა ადამიანის თავის ქალა და ირგვლივ ყოველივე კეთილსურნელებამ მოიცვა. ამის შემყურე მუშამ, ფერი დაკარგა, თითქოს ენა გადაყლაპა და ხმას ვეღარ იღებდა. - დამტოვე მარტო, ვთხოვე მუშას. დავიჩოქე წმინდანის წინაშე. სული სითბოთი ამევსო. სიფრთხილით ვაცლიდი ქვიშას სხეულს და ვხედავდი, რომ საუკუნეებს არ დაეშალა. შესამოსელიც კი შემორჩენილი ჰქონდა. არ ვიცოდი პირველ რიგში რა გამეკეთებინა. გამხარებოდა თუ მეტირა. როგორ მოხვდა ეს ადამიანი იქ, რისი მოწმე იყო, რა ნახა მისმა თვალებმა. კოკისპირული წვიმა ხელს მიშლიდა და მონასტერში შევედი. მარტო ვიყავი და მწუხრის ლოცვას ვკითხულობდი. მოულოდნელად ფეხის ნაბიჯების ხმა შემომესმა, რომელიც მოდიოდა ახალგათხრილი საფლავიდან. ამოიარა ეზო და მოუხლოვდა ეკლესიის კარს. ნაბიჯებიხ ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ პირველად ვიგრძენი შიში, თითქოს სისხლი გამეყინა. შიშისაგან ვერ შევძელი შემოვბრუნებულიყავი. მესმის ხმა, რომელიც მე მომმართავდა: "როდემდე გეყოლები იქ, იმან კიდევ ჩემი თავი როგორ დადო" (მუშა იგულისხმა), მაშინ შემოვბრუნდი (მუშამ, როცა სამარხი გათხარა, წმინდანის თავის ქალა გადაადგილა გაუფრთხილებლობით) და დავინახე წმინდანის სხეული, პატარა მრგვალი თვალებით, პატარ-პატარა ნაოჭებით, წვერი ჰქონდა გრძელი და ყელს უფარავდა. მარცხენა ხელში სინათლე ჩანდა, ხოლო მარჯვენით ილოცებოდა.


წმინდა ეფრემის სიმბოლური საფლავი
ჩემი სული აივსო დიდებული, ღვთაებრივი სიხარულით. მოვიკრიბე გაბედულება და ძალა. შიში გამიქრა. ვიგრძენი თითქოს ჩემი იყო და ვუთხარი კიდეც: მაპატიე და ხვალ როგორც კი გათენდება, ღვთის მადლით მოგაწესრიგებ-მეთქი. ამ სიტყვების შემდეგ გაქრა და მე ჩემი მწუხრის ლოცვა მშვიდად გავაგრძელე.
მეორე დღეს, წმინდანის სხეული გავათავისუფლე მიწისგან. განვბანე და ერთ ძველ კუბოში მოვათავსე. ჩაუქრობელი კანდელიც დავდგი. იმავე დღეს, საღამოს, ძილში დამესიზმრა რამდენიმე წმინდანი. მარცხნივ დავინახე ხატი იმ წმინდანის, რომელიც იმ დღეს აღმოვაჩინე. ავანთე წმინდა სანთელი და უცებ ხმა შემომესმა: "გმადლობ, მე მქვია ეფრემი".



