- უფალი უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს მოძღვრებს: მათ აქვთ ვალდებულება და ძალაუფლება განკურნონ ადამიანის ცოდვილი ბუნება (მიუტევონ ცოდვები, გახსნან კრულნი), მოაგვარონ ადამიანების სულიერი პრობლემები, დაანახონ მათ ქრისტე. სულიერ შვილებს კი ევალებათ იზრუნონ მოძღვრისა და მისი ოჯახის ყოფით პრობლემებზე. წმინდა მოციქულთა თავი პავლე პირდაპირ ბრძანებს, ჩვენ გაძლევთ სულიერს და რა დიდი ამბავია, თქვენგან ხორციელი მივიღოთო.
* ქორწინებისას მართლმადიდებლები რატომ ვიკეთებთ საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელზე და არა მარცხენაზე, როგორც ეს ქრისტიანობის სხვა კონფესიებშია მიღებული?

საქორწინო ბეჭედი, რომელიც მარადისობის სიმბოლოა (რგოლს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული) და ცოლ-ქმრის მარადიულად ერთად ყოფნის ნიშანია, სასურველია სწორედ მარჯვენა ხელზე ეკეთოს დაქორწინებულს, რამეთუ უფალთან ცოლ-ქმრის მარადიულად ერთად ყოფნა ჩვენს ღვაწლზეც, მართალ ცხოვრებაზეც არის დამოკიდებული.