წყალს აქვს ერთი უნიკალური თვისება - თავისი არაჩვეულებრივი სტრუქტურის წყალობით მას შეუძლია ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. არც ერთი საგნის ენერგეტიკული ველი არ ახდენს ადამიანზე ისეთ უზარმაზარ ზემოქმედებას, როგორსაც წყალი. ეს იმიტომ, რომ წყალი მუდმივად არის ჩვენს სხეულში (ადამიანის შემადგენელი მასალის თითქმის 60% წყალია), თანაც იგი ინფორმაციას ინახავს. როდესაც წყალი ნაკურთხია, თითოეული მისი შემადგენელი ნაწილაკი გაჟღენთილია ლოცვით, ანუ საოცრად დადებითი ენერგეტიკისაა. ნაკურთხი წყლის მიღებისას ჩვენს უჯრედებში შემოდის ეს დადებითი ინფორმაცია და აღადგენს ჩვენი ორგანიზმის დარღვეულ ენერგეტიკულ ბალანსს.
ნაკურთხ წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანთათვის და ძალზე ბევრ რამეში გამოიყენება. მისით აკურთხებენ სახლებს. ადამიანები ნაკურთ წყალს ლოცვითა და რწმენით იღებენ ავადმყოფობისა და უძლურების დროს, ასევე, იპკურებენ მას სულისა და სხეულის სიჯანსაღის საწინდრად...
ნაკურთხ წყალს იყენებს ეკლესია მირონის კურთხევისას (მოხარშვისას), ტრაპეზის, ოდიკების კურთხევისას და აღდგომის დღეს, არტოსის - სააღდგომო დიდი პურის კურთხევისას. ეკლესია ნაკურთხ წყალს იყენებს აგრეთვე სხვადასხვა, რაიმეთი შებილწული საგნების და ნივთების განწმენდისა და კურთხევისათვის.