2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე
2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევრთ, მკვიდრთ ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ:

ქრის­ტე აღ­დგა!

აღ­დგეს ღმერ­თი, მი­მო­ი­ფან­ტონ მისი მტრე­ბი და მისი მო­ძუ­ლე­ნი ივლტოდ­ნენ პი­რის­გან მი­სი­სა; და რო­გორც ქრე­ბა კვამ­ლი, - გან­ქარ­დნენ ... მარ­თლე­ბი კი გა­ნი­ხა­რე­ბენ და იზე­ი­მე­ბენ ღმერ­თის წი­ნა­შე და სი­ხა­რუ­ლით დატ­კბე­ბი­ან (ფს. 67. 2-3).

რო­გო­რი დიდი ნუ­გე­შია წმ. და­ვით მე­ფის ამ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლურ სი­ტყვებ­ში! რო­გო­რი იმე­დი­თა და სუ­ლი­ე­რი სი­ხა­რუ­ლით გა­და­ე­ცე­მო­და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას ბო­რო­ტე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ეს სა­გა­ლო­ბე­ლი. დი­ა­დი ჟა­მის აღ­სრუ­ლე­ბას კი უკვე თით­ქმის 2000 წე­ლია გა­მორ­ჩე­უ­ლად აღ­ნიშ­ნავს კა­ცობ­რი­ო­ბა; ჩვენც დღეს ამ ზე­ი­მის მო­ნა­წი­ლე­ნი ვართ.

კი­დევ ერთხელ მინ­და მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნოთ, თუ რო­გო­რია გზა სა­მო­თხი­დან, მი­წი­ე­რი ყო­ფის გავ­ლით, ცათა სა­სუ­ფევ­ლამ­დე.
წმინ­და წე­რი­ლი­დან ვი­ცით, რომ ღმერ­თმა ხი­ლულ სამ­ყა­რო­ში თა­ვის ხა­ტად მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნი შექ­მნა და და­ად­გი­ნა სხვა ქმნი­ლე­ბა­თა გან­მგებ­ლად; მის­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ედე­მის ბა­ღის პატ­რო­ნო­ბა და­ა­ვა­ლა; იგი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ ბა­ღის და ცნო­ბა­დი­სა და სი­ცო­ცხლის ხეთა ბრძე­ნი მცვე­ლი; და­ნარ­ჩე­ნი ქმნი­ლე­ბე­ბი კი მას უნდა და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. ამით შე­მოქ­მედ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვი მი­ა­გო ადა­მი­ანს და არ­ჩე­ვა­ნი ბო­რო­ტე­ბა­სა და სი­კე­თეს, სიკ­ვდილ­სა და სი­ცო­ცხლეს შო­რის მის ნე­ბას მი­ან­დო.

ჩვენს პირ­ველმშო­ბელ­თა მი­მართ ამ­გვა­რი ამაღ­ლე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო შუ­რით აღ­ძრულ­მა ბო­როტ­მა სულ­მა აც­დუ­ნა ისი­ნი და გა­ნა­შო­რა ღვთის დი­დე­ბას; ქვეყ­ნი­ე­რე­ბა კი დარ­ჩა უფ­ლის­გან დად­გე­ნი­ლი მზრუნ­ვე­ლის გა­რე­შე.

ბო­რო­ტი ძალა მხო­ლოდ ადა­მი­სა და ევას შეც­დე­ნით არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლა; ათას­გვა­რი ხერ­ხით იგი დღემ­დე ცდი­ლობს, თა­ვის­კენ გა­და­ი­ბი­როს კა­ცობ­რი­ო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ აღხო­ცოს მას­ში ღვთის ხა­ტე­ბა.

მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი ცოდ­ვამ და სიკ­ვდილ­მა ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ დას­ცა. ყოვ­ლა­დძ­ლი­ე­რი, ცო­ცხა­ლი, კურ­თხე­უ­ლი, უხი­ლა­ვი ღმერ­თის (რო­გორც ძველ აღ­თქმა­ში ხში­რად იხ­სე­ნი­ე­ბა შე­მოქ­მე­დი) რწმე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი იყო რჩე­ულ ერში; მძი­მე და და­ძა­ბუ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი, ამ წი­აღ­ში სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე ჩნდე­ბოდ­ნენ ღვთის­სათ­ნო და რჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ზე­ცის­კენ მი­მა­ვალ გზას უჩ­ვე­ნებ­დნენ ხალ­ხს.

ისი­ნი იმ იმე­დით იყ­ვნენ აღვსილ­ნი, რომ შე­მოქ­მე­დი არ და­უშ­ვებ­და მუდ­მივ დას­ჯი­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა­სა და სიკ­ვდილს და დაგ­ვიბ­რუ­ნებ­და და­სა­ბა­მი­სე­ულ პა­ტივს.

ამი­ტო­მაც, გულ­დას­მით იძი­ებ­დნენ სა­მო­თხი­სე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის და­კარ­გვის მი­ზე­ზებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებ­დნენ; ამას­თან, ღვთის­სათ­ნო ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლითს, პირ­ველ რიგ­ში, თვი­თონ იძ­ლე­ოდ­ნენ.

* * *

მა­ცხო­ვარ­მა დე­და­მი­წა­ზე იმ წყევ­ლის ქვეშ იცხოვ­რა, რაც ადა­მის მოდ­გმამ ცოდ­ვის გამო და­იმ­სა­ხუ­რა. თა­ვად ყოვ­ლად უცოდ­ველ­მა იტ­ვირ­თა უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნის ყოფა, და­ი­ბა­და რა ხუ­როს ოჯახ­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მით მო­ი­პო­ვებ­და სარ­ჩოს. ამას­თან, გან­კა­ცე­ბუ­ლი უფა­ლი თა­ვი­სი ნე­ბით ით­მენ­და ტკი­ვილს, შიმ­შილს, დაღ­ლას ... შემ­დეგ კი, - უმა­დუ­რო­ბას, სიც­რუ­ეს, ცი­ლის­წა­მე­ბას, შე­უ­რა­ცხყო­ფას, ღა­ლატს ...

რო­გო­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ღმერ­თი შენს გვერ­დით, შენი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს; უცოდ­ვე­ლი ცოდ­ვილ­თა შო­რის ჩვენს მძი­მე ხვედრს ტვირ­თუ­ლობს, რათა მოგ­ვცეს მა­გა­ლი­თი რწმე­ნის, სიწ­მინ­დის, დათ­მე­ნის, სი­კე­თის, სიყ­ვა­რუ­ლის ... და რე­ა­ლუ­რად დაგ­ვა­ნა­ხოს, რო­გო­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი.

30 წლის იესო უცხა­დებს კა­ცობ­რი­ო­ბას, რომ აღ­სრულ­და სა­უ­კუ­ნე­თა მო­ლო­დი­ნი, გან­კაც­და მხსნე­ლი, რათა შე­მოქ­მე­დი და­ეხ­მა­როს თა­ვის ქმნი­ლე­ბას და ჩვენ­თვის ყო­ვე­ლი კე­თი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­დოს.

ამას­თან, ხი­ლუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბით უფა­ლი მრა­ვალ­გზის ამოწ­მებს, რომ აქვს ძალ­მო­სი­ლე­ბა, გან­კურ­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი უძ­ლუ­რე­ბა და სნე­უ­ლე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის­გან, აზი­ა­როს ისი­ნი ღვთის სიბ­რძნეს; რომ მხო­ლოდ მას შეს­წევს ძალა, და­ამ­ყა­როს მშვი­დო­ბა, და­ა­მარ­ცხოს თვით სიკ­ვდი­ლი და აღად­გი­ნოს მკვდრე­ბი... მაგ­რამ ღვთის რჩე­უ­ლი ერის დიდი ნა­წი­ლი და მისი სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღოლ­ნი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც უგ­რძნობ­ნი დარ­ჩნენ უფ­ლის მო­წო­დე­ბის მი­მართ, ზურ­გი აქ­ცი­ეს ცხოვ­რე­ბის წი­ნამ­ძღვარს და მისი დას­ჯა მო­ი­თხო­ვეს.

იგი­ვე მოხ­და ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ დრო­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­შიც, - რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, რომ­ლის ნა­წილ­საც ის­რა­ე­ლი მა­შინ წარ­მო­ად­გენ­და. რომ­მა ღვთის სიბ­რძნეს და სა­მარ­თალს თა­ვი­სი იუ­რი­დი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი შე­ა­გე­ბა. აქ კი წე­სად ჰქონ­დათ: იმათ­გან, რო­მელ­ნიც არ იყ­ვნენ რო­მის მო­ქა­ლა­ქე­ნი, თუკი ვინ­მე იმ­პე­რი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და მის­წრა­ფე­ბებ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, თუნ­დაც იგი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მქა­და­გე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ყვე­ლა­ზე და­მამ­ცი­რე­ბელ სას­ჯელს უქ­ვემ­დე­ბა­რებ­დნენ - ჯვარ­ზე აკ­რავ­დნენ. ჯვა­რი წარ­მო­ად­გენ­და სიმ­ბო­ლურ სა­ხეს იმი­სას, რაც სიბ­ნე­ლეს, უმეც­რე­ბას, ბო­რო­ტე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და და, მათი აზ­რით, სი­კე­თი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მტრო­ბას ნიშ­ნავ­და.

სა­ერ­თო შე­დე­გი კი ასე­თი დად­გა: ცოდ­ვას და­მო­ნე­ბულ­მა და სიკ­ვდილს შე­გუ­ე­ბულ­მა კა­ცობ­რი­ო­ბამ ღმერ­თის მე­უ­ფე­ბას თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი ყოფა ამ­ჯო­ბი­ნა, ჭეშ­მა­რიტ სი­მარ­თლეს სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა და თა­ვად სი­ცო­ცხლეს ჯვარ­ზე სა­მარ­ცხვი­ნო სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯა.
ამა­ზე დიდი და­ცე­მა აღარ არ­სე­ბობს! ამა­ზე დიდი ცოდ­ვის წარ­მოდ­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია!

მა­შინ ზე­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი შეძრწუნ­დნენ, ან­გე­ლო­ზე­ბი გან­ცვიფ­რდნენ, სტი­ქი­ო­ნე­ბი შე­ირ­ყა, მთე­ლი ქმნი­ლე­ბა შე­იძ­რა, მზე გა­ნე­რი­და, ქვე­ყა­ნა სიბ­ნე­ლემ მო­იც­ვა, კრეტ­საბ­მე­ლი გა­ნი­პო, ან­გე­ლოზ­მა ტა­ძა­რი და­ტო­ვა ... (წმ. კი­რი­ლე ალექ­სან­დრი­ე­ლი).

მაგ­რამ რო­გორ უპა­სუ­ხა უფალ­მა ამ ენი­თა­უ­წე­რელ და­ნა­შა­ულს?

გა­მა­ოგ­ნებ­ლად! მი­უ­თხრო­ბე­ლი დათ­მე­ნით, სიბ­რა­ლუ­ლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით.

მან მორ­ჩი­ლად და უდ­რტვინ­ვე­ლად მი­ი­ღო გა­ნა­ჩე­ნი და არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა. არ გა­მო­ი­ყე­ნა ღვთი­უ­რი ძალა და არ გას­ცდა ადა­მი­ა­ნუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებს, რათა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ბო­ლომ­დე აღეს­რუ­ლე­ბი­ნა, - თა­ვი­სი ყოვ­ლა­დუ­ცოდ­ვე­ლი კა­ცობ­რი­ვი სუ­ლის ღმრთე­ებ­რი­ვი ძალ­მო­სი­ლე­ბით ჯო­ჯო­ხე­თი და­ეთ­რგუ­ნა და სიკ­ვდი­ლი შე­ე­მუს­რა, ბო­რო­ტი ძა­ლის­თვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი დარ­ტყმა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა და მარ­თალ­თათ­ვის ცათა სა­სუ­ფევ­ლის გზა გა­ეკ­ვა­ლა.

* * *

გა­ვიხ­სე­ნოთ ისიც, რომ ჯვარ­ცმის წინ უფა­ლი გულ­მხურ­ვა­ლედ ლო­ცუ­ლობ­და გეთ­სი­მა­ნი­ის ბაღ­ში და, ცხად­ყოფ­და რა თა­ვის ადა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბას, ევედ­რე­ბო­და მამა-ღმერ­თს, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, აე­ცი­ლე­ბი­ნა მის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხვედ­რი.

ამა­ვე დროს, იგი სთხოვ­და თა­ვის ერ­თგულ სამ მო­წა­ფეს, ლოც­ვით შეს­წე­ოდ­ნენ, რად­გან მისი სული დამ­ძი­მე­ბუ­ლი იყო სიკ­ვდი­ლის მო­ლო­დი­ნით; მაგ­რამ მათ ეს ვერ შეძ­ლეს, - ადა­მი­ა­ნუ­რი უძ­ლუ­რე­ბით ჩა­ე­ძი­ნათ.

სამ­გზის სცა­და მათი სი­ფხიზ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უფალ­მა, მაგ­რამ ამა­ოდ, რი­თაც დე­და­მი­წამ აჩ­ვე­ნა, რომ რჩე­ულ მო­წა­ფე­თაც იმ­ჟა­მად არ ქონ­დათ ში­ნა­გა­ნი ძალა, უმ­ძი­მეს გან­საც­დელ­ში მა­ცხოვ­რის­თვის მცი­რე­დი თა­ნად­გო­მა გა­ე­წი­ათ.

* * *

უფ­ლის ჯვარ­ცმით კა­ცობ­რი­ო­ბამ გა­ნა­ჩე­ნი არა მარ­ტო იესო ქრის­ტეს გა­მო­უ­ტა­ნა, არა­მედ სა­კუ­თარ თავ­საც, რად­გან ამი­ე­რი­დან ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ­თათ­ვის ხსნა სუ­ლი­ერ ჯვარ­ცმას და­უ­კავ­შირ­და.

რა თქმა უნდა, მძი­მეა ეს გზა, ეს ჯვა­რი, მაგ­რამ, ამას­თან, მად­ლმო­სი­ლია იგი და მიმ­ზიდ­ვე­ლი, ერ­თა­დერ­თია და გა­დამ­რჩე­ნე­ლი; ამი­ტო­მაც ჰყავს ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ას ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ამ­დე­ნი წმინ­და­ნი და ერ­თგუ­ლი შვი­ლი.

რო­დე­საც ჩვე­ნი მი­წი­ე­რი ყოფა შენც უსა­მარ­თლოდ და­გამ­ცი­რებს, შე­უ­რა­ცხგყოფს და გაგ­რი­ყავს, რად­გან ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ეძი­ებ და უარს ამ­ბობ ცოდ­ვილ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, იცო­დე, ამით სო­ფე­ლი აცხა­დებს, რომ შენ მისი არ ხარ; ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ შენ უფ­ლი­სა ხარ; ანუ იმ ჯვრის მტვირ­თვე­ლი ხარ, რო­მე­ლიც ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ­თათ­ვის იქცა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, ერ­თგუ­ლე­ბის, ღირ­სე­ბის, სი­კე­თის, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ხა­ტად და მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის ნიშ­ნად.

მა­ცხო­ვა­რი გვიხ­მობს ყვე­ლას და გან­გვამ­ტკი­ცებს: "გან­საც­დე­ლი გექ­ნე­ბათ ამ­ქვეყ­ნად, მაგ­რამ გამ­ხნევ­დით, მე ვძლიე სო­ფელს" (ინ.16,33) და "თქვენ­თა­ნა ვარ, დღე­მუ­დამ, ვიდ­რე აღ­სას­რუ­ლამ­დე ქვეყ­ნი­სა" (მთ.28,20) ... "და­ი­ცა­ვით ჩემი მცნე­ბე­ბი და რა­საც ითხოვთ ჩემი სა­ხე­ლით, შე­გის­რულ­დე­ბათ", (ინ.14;15,13) ოღონდ, რო­გორც "მე შე­გიყ­ვა­რეთ თქვენ, ასე­ვე თქვენც გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი" (ინ.13,34).

* * *

დღეს მსოფ­ლი­ო­ში მრა­ვალ­გვა­რი რთუ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს; დროც, თით­ქოს, დაჩ­ქარ­და; მოვ­ლე­ნე­ბიც და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც სწრა­ფად იც­ვლე­ბა; და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლო­ბა, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მუდ­მი­ვი სტრე­სი, ომე­ბი ... ჩვენს სა­ერ­თო რე­ა­ლო­ბად იქცა. მშვი­დო­ბის მო­სურ­ნე­თა მონ­დო­მე­ბა დი­დია, თუმ­ცა შე­დე­გის მიღ­წე­ვა იო­ლად არ ხდე­ბა ...

ღმერ­თმა და­ლო­ცოს მშვი­დო­ბის­მყო­ფელ­ნი, ღმერ­თმა მშვი­დო­ბით აკურ­თხოს მსოფ­ლიო!
არ­სე­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ ყვე­ლა უფრო მე­ტად უნდა და­ა­ფიქ­როს სი­ცო­ცხლის არსზე და მა­რა­დი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

ჩვენ მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რე­ბის­თვის ვართ შექ­მნილ­ნი; აქ, ამ­ქვეყ­ნი­ურ ყო­ფა­ში, კი დრო­ე­ბი­თის და წა­რუ­ვა­ლის, მი­წის და ზე­ცის კავ­ში­რით უნდა ვი­ცხოვ­როთ, მაგ­რამ სწრაფ­ვა მა­რა­დი­უ­ლო­ბას­თან სი­ახ­ლო­ვის­კენ, მუ­დამ უნდა გვქონ­დეს, რაც პირ­ველ რიგ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­იღ­წე­ვა.

მხო­ლოდ ეკ­ლე­სია გვი­ცხა­დებს სი­ცო­ცხლის ნამ­დვილ მი­ზანს, გვა­ხე­დებს ჩვენს სულ­ში და სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის გარ­ჩე­ვის ყვე­ლა­ზე ჭეშ­მა­რიტ და სწორ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვთა­ვა­ზობს. ის არ გვთხოვს შე­უძ­ლე­ბელს; პი­რი­ქით, გვიხ­მობს ჩვე­ნი სი­სუს­ტე­ე­ბით და მათ და­საძ­ლე­ვად ძა­ლას გვაძ­ლევს. ის გულ­ში გვიკ­რავს, მაგ­რამ უკე­თურ ქმე­დე­ბას არ მოგ­ვი­წო­ნებს. ამას­თან, ჩვენს სუ­ლი­ერ და ში­ნა­გან ძა­ლებს გა­ნამ­ტკი­ცებს და ყვე­ლა­ზე რთულ ვი­თა­რე­ბა­შიც იმედს არ გვა­კარ­გვი­ნებს.

სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი აღ­დგო­მას აქვს, რად­გან სწო­რედ იგია წი­ნა­სა­ხე ზე­ცი­ურ უხრწნე­ლე­ბა­ში ჩვენ­თვის მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის მო­ნი­ჭე­ბი­სა.

რას ნიშ­ნავს ეს?

რო­დე­საც ჩვენ ვზე­ი­მობთ უფ­ლის აღ­დგო­მას, ამა­ვე დროს, ვდღე­სას­წა­უ­ლობთ უხრწნე­ლი სხე­უ­ლით ჩვენს მო­მა­ვალ დამ­კვიდ­რე­ბას ცათა შინა. იესო ქრის­ტემ მოგ­ვცა მა­გა­ლი­თი რო­გორც ამ­ქვეყ­ნად სწო­რად ცხოვ­რე­ბი­სა, ისე გვიჩ­ვე­ნა მისი შე­დე­გიც,- სა­სუ­ფე­ველ­ში მარ­თალ­თა დამ­კვიდ­რე­ბი­სა.

"ვი­ნა­ი­დან კა­ცის მიერ იქ­მნა სიკ­ვდი­ლი, და კა­ცის მი­ერ­ვე აღ­დგო­მა მკვდრე­თით და რო­გორც ადამ­ში კვდე­ბი­ან ყვე­ლა­ნი, ისე ქრის­ტე­ში იცო­ცხლებს ყვე­ლა" (I კორ.15.21-22).

კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მის რწმე­ნა არის ქვა­კუ­თხე­დი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა; ვი­საც ეს არ სწამს და თავს მა­ინც ქრის­ტი­ა­ნად თვლის, ძა­ლი­ან ცდე­ბა და, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მა­ცხოვ­ნე­ბელ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს, რად­გან, რო­გორც პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს, "თუ მკვდრე­ბი არ აღ­დგე­ბი­ან, არც ქრის­ტე აღ­მდგა­რა და ... თუ ქრის­ტე არ აღ­მდგა­რა, ფუ­ჭია ჩვე­ნი ქა­და­გე­ბაც და ჩვე­ნი რწმე­ნაც" (I კორ.15.16,14).

"...მაგ­რამ რო­გორ აღ­დგე­ბი­ან მკვდრე­ბი? ან რო­მე­ლი სხე­უ­ლით მოვ­ლენ?

რა­საც შენ თე­სავ (იგუ­ლის­მე­ბა მცე­ნა­რის თეს­ლი), ვერ იცო­ცხლებს, თუკი არ მოკ­ვდა; ასე­ვე მკვდარ­თა აღ­დგო­მი­სა­საც: ითე­სე­ბა ხრწნი­ლე­ბა­ში, აღ­დგე­ბა უხრწნე­ლე­ბა­ში; ითე­სე­ბა დამ­ცი­რე­ბა­ში, აღ­დგე­ბა დი­დე­ბა­ში... ითე­სე­ბა სხე­უ­ლი მშვინ­ვი­ე­რი, აღ­დგე­ბა სხე­უ­ლი სუ­ლი­ე­რი" (Iკორ. 15,35-36; 42-44).

სწო­რედ რწმე­ნა მა­რა­დი­ულ ნე­ტა­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა, აძ­ლევს აზრს ჩვე­ნი ყო­ფის იმ წესს, რაც უფალ­მა გვას­წავ­ლა და გუ­ლის­ხმობს: სხვა­თად­მი მსა­ხუ­რე­ბას, თავ­მდაბ­ლო­ბას, დათ­მე­ნას, თა­ნაგ­რძნო­ბას, თა­ნად­გო­მას, ზნე­ობ­რი­ო­ბას, მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლო­ბას, გუ­ლის სიწ­მინ­დეს, სუ­ლის სიმ­ტკი­ცეს, უშურ­ვე­ლო­ბას, თავ­და­დე­ბას ...

ჯვარ­ცმის შემ­დეგ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც საფ­ლავ­თა­გან აღ­დგნენ, გახ­დნენ პირ­ვე­ლი მქა­და­გე­ბელ­ნი ქრის­ტეს აღ­დგო­მი­სა. და რო­გორ არ და­ი­ჯე­რებ­დნენ აღ­დგო­მის სას­წა­ულს ისი­ნი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავ­დნენ გახ­სნილ სა­მა­რე­ებს და ის­მენ­დნენ საფ­ლავ­თა­გან გა­მო­სულ­თა ქა­და­გე­ბას?!

რო­გორ არ და­ი­ჯე­რებ­დნენ აღ­დგო­მის სას­წა­ულს მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დე­ბი და მო­წა­ფე­ე­ბი, როცა 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა უხრწნე­ლი სხე­უ­ლით აღ­მდგარ უფალ­თან და მის­გან და­რი­გე­ბებს კვლავ იღებ­დნენ!?

რო­გორ არ და­ი­ჯე­რებ­დნენ მომ­ხდარს იესო ქრის­ტეს ასო­ბით სხვა თვითმხილ­ველ­ნიც და მისი ცად ამაღ­ლე­ბის მოწ­მე­ნი!?

ეს ურ­ყე­ვი რწმე­ნა და უფ­ლის სწავ­ლე­ბა­ნი ში­ნა­გა­ნად სუ­ლი­ე­რად განბ­რძნო­ბილ­მა და გან­მტკი­ცე­ბულ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა და ეკ­ლე­სი­ამ მთელ ქვე­ყა­ნა­ზე გა­ნავ­რცეს.

* * *

წმ. ეფ­რემ ასუ­რი წერს: "მკვდარ­თა აღ­დგო­მი­სას მიწა უკან აბ­რუ­ნებს ადა­მი­ანს ისე­თი­ვეს, რო­გო­რიც იყო; იმა­თაც, ვინც ზღვამ შთან­თქა, ვინც მხე­ცებ­მა და ფრინ­ვე­ლებ­მა შე­ჭა­მეს, ვინც ცე­ცხლში და­იწ­ვა ... აქ ერ­თმა­ნე­თის უნა­ხავ­ნი, იქ იხი­ლა­ვენ ერ­თურთს; დედა იც­ნობს, რომ ეს მისი შვი­ლია, და შვი­ლი იც­ნობს, რომ ეს მისი დე­დაა ... ამას­თან, თი­თო­ე­უ­ლის სხე­უ­ლი თა­ვის საქ­მე­ებს აჩ­ვე­ნებს, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ამ საქ­მე­ებს სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით ატა­რებს და ყვე­ლას შე­სა­ბა­მი­სად მი­ე­გე­ბა სა­ზღა­უ­რი".

ადა­მი­ა­ნი არ არის ცალ­კე არც სული და არც სხე­უ­ლი, არა­მედ - მათი ერ­თო­ბა. ასე შე­იქ­მნა იგი თა­ვი­დან­ვე; ამ ერ­თო­ბას არ­ღვევს სიკ­ვდი­ლი, რაც ცოდ­ვის შე­დე­გია; აღ­დგო­მით ჩვე­ნი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სხე­უ­ლი და სული კვლავ შე­ერ­თდე­ბა და ღირ­სთათ­ვის სა­მო­თხი­სე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხით დაბ­რუნ­დე­ბა.

ეს კი მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ აღეს­რუ­ლე­ბა, როცა შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი მიწა, ახა­ლი ცა, სიკ­ვდი­ლი სრუ­ლად გან­ქარ­დე­ბა და მა­რა­დი­სო­ბა­შიც ჩვე­ნი სა­ბო­ლოო დამ­კვიდ­რე­ბა მოხ­დე­ბა.

მაგ­რამ ვიდ­რე არ დამ­დგა­რა ჟამ­თა აღ­სას­რუ­ლი და გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბი თა­ვი­სი უხრწნე­ლი სხე­უ­ლით შე­მოს­ვის მო­ლო­დინ­ში არი­ან, ვიდ­რე შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სხვა­თად­მი, ასე­ვე, იმ­ქვეყ­ნად წა­სულ ჩვენს ახ­ლო­ბელ­თათ­ვის ლოც­ვა და სი­კე­თის ქმნა, ადა­მი­ან­თა გა­მოხ­სნის პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის.

გვჯე­რა ეს თუ არ გვჯე­რა, გვსურს ეს თუ არა, რე­ა­ლო­ბა ერ­თია, - ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა ამ წუ­თი­სოფ­ლით არ მთავ­რდე­ბა.
ამ­ქვეყ­ნად აღ­ვას­რუ­ლებთ არ­სე­ბო­ბის იმ სა­ხეს, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩვენს მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ასე რომ, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი მოქ­მე­დე­ბით, აზ­როვ­ნე­ბი­თა და მე­ტყვე­ლე­ბით, ჩვენ თვი­თონ ვძერ­წავთ, ჩვენ თვი­თონ ვქმნით ჩვენს მა­რა­დი­უ­ლო­ბას, - კარ­გს ან ცუდს.

და რო­გორც სა­მო­თხე­ში, ისე აქაც, დე­და­მი­წა­ზე, ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რას ავირ­ჩევთ მიზ­ნად: სი­კე­თეს თუ ბო­რო­ტე­ბას, სი­ცო­ცხლეს - თუ სიკ­ვდილს?

აირ­ჩიე სი­კე­თე და სი­ცო­ცხლე! ამით და­ამ­ტკი­ცებ, რომ აფა­სებ ღვთის სიყ­ვა­რულ­სა და მსხვერ­პლს შენს გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ღე­ბულს და აფა­სებ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს, - შე­მოქ­მე­დის უდი­დეს წყა­ლო­ბას შენ­და­მი.

მად­ლის­მი­ე­რი განღმრთო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე დიდი რა უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის­თვის! ამი­ტო­მაც რა პრო­ფე­სი­ი­სა და ასა­კი­საც არ უნდა იყო და რა საქ­მე­საც არ უნდა აკე­თებ­დე, ყო­ვე­ლი­ვე მი­მარ­თე ღვთის სა­დი­დებ­ლად და მის სამ­სა­ხუ­რად; და "ნუ იქ­ნე­ბა ცოდ­ვის სუ­ფე­ვა თქვენს მოკ­ვდავ სხე­ულ­ში, ნუ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბით მის (სხე­უ­ლის) სურ­ვი­ლებს" (რომ 6.12).

"თქვე­ნი სხე­უ­ლი ტა­ძა­რია თქვენ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სუ­ლის წმინ­დი­სა, რო­მე­ლიც გაქვთ ღმრთი­სა­გან და არ ეკუთ­ვნით თქვენს თავს.

ადი­დეთ ღმერ­თი, თქვე­ნი სხე­უ­ლი­თა და თქვე­ნი სუ­ლით, რო­მელ­ნიც არი­ან ღვთი­სა"! (რომ. 18,19-20)

დღეს მსოფ­ლი­ოს ეფი­ნე­ბა სა­ო­ცა­რი სა­გა­ლო­ბე­ლი:

"ნა­თელ-იღე, ნა­თელ-იღე, იე­რუ­სა­ლემ, რა­მე­თუ მო­წევ­ნულ არს ნა­თე­ლი შენი და დი­დე­ბაი უფ­ლი­საი შენ ზედა გა­მობრწყინ­და, და ვი­დო­დი­ან ყო­ველ­ნი ნა­თე­სავ­ნი ნა­თელ­სა შენ­სა!

გა­ნიღ­ვი­ძე, გა­ნიღ­ვი­ძე, სიონ! გა­ნიღ­ვი­ძე და აღ­დეგ იე­რუ­სა­ლემ! და და­იდგ გვირ­გვი­ნი სი­კე­თი­სა შე­ნი­საი, სიონ, და შე­ი­მო­სე დი­დე­ბაი შენი, იე­რუ­სა­ლემ!

გა­ნი­ძარ­ცუე სა­მო­სე­ლი გლო­ვი­სა შე­ნი­საი და შე­ი­მო­სე სამ­კა­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი­სა შე­ნი­საი, ქა­ლა­ქო წმი­დაო, რა­მე­თუ "აჰა ესე­რა მწუხრსა გა­ნი­სუ­ე­ნა ტი­რილ­მან და ცის­კარ­სა მას მო­ი­წია სი­ხა­რუ­ლი აღ­დგო­მი­საი" (მე­ლე­ტი ან­ტი­ო­ქი­ე­ლი).

აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა თქვენც მოგ­მად­ლოთ სი­ხა­რუ­ლი!

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბით, ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბამ დაგ­ლო­ცოთ, სუ­ლი­ე­რად გან­გამ­ტკი­ცოთ და გან­გაძ­ლი­ე­როთ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი!

მუ­დამ გახ­სოვ­დეთ, აღ­დგო­მა არის მა­რა­დი­უ­ლო­ბის იმე­დი და მწუ­ხა­რე­ბის გან­ქარ­ვე­ბის დღე, აღ­დგო­მაა მტრო­ბის და­მარ­ცხე­ბა, შურ­ზე, ბო­რო­ტე­ბა­ზე და სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა; აღ­დგო­მაა პა­ტი­ე­ბა, გა­მოს­ყიდ­ვა და სი­ხა­რუ­ლი; აღ­დგო­მაა სიყ­ვა­რუ­ლის ზე­ი­მი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­უფ­ლო სხე­ულ­ში ყვე­ლას გა­ნახ­ლე­ბი­სა და ქრის­ტე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა.

ქრის­ტე აღ­დგა!

ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა!

თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი,

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

თბი­ლი­სი,

აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი,

2025 წ.
ბეჭდვა
1კ1