ინგრედიენტები:
ხორბალი 1 კგ
ქიშმიში 150-200 გ
თაფლი 3/4 ჩაის ჭიქა
შაქარი - გემოვნებით
დაჭრილი ნიგოზი 200 გ
მარილი
ვანილი
ხორბალი დავალბოთ რამდენიმე საათით, გადავწუროთ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ 2 თითზე ადგეს და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. როცა თითქმის მზად იქნება და წყალსაც შეიშრობს, გადმოვდგათ, შევფუთოთ და დავტოვოთ ასე სითბოში.
ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, თუ წყალი კიდევ აქვს, უნდა გადავწუროთ, დავამატოთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად ავურიოთ.
ზოგი წანდილს თეთრი ბლის მურაბას ან გარგრის ჩირსაც ამატებს.