ჟურნალი "კარიბჭე" თებერვალში 10 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ჟურნალმა შეხვედრა გამართა სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მღვდელმთავარნი: მეუფე ანანია, მეუფე სერგი, მეუფე თადეოზი და მეუფე სვიმეონი; ჟურნალის კონსულტანტი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, წარსულში ასევე კარიბჭის თანამშრომლები: დეკანოზი ლევან მათეშვილი და დეკანოზი შალვა კეკელია; აგრეთვე უამრავი სამღვდელო პირი სხავადასხვა ეპარქიებიდან და ერისკაცნი, რომლებიც "კარიბჭის" ხშირი რესპოდენტები არიან. მრავლად იყვნენ ერთგული მკითხველებიც. შეხვედრა ფირზე აღბეჭდა სტუდია "გუთანმა". გთავაზობთ ამ შეხვედრის ვიდეოჩანაწერს:
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.