ოთხშაბათს, 11 ივნისს, ახალგამორჩეული ეპისკოპოსის ხელდასხმა მოხდება
09.06.2014
ოთხშაბათს, 11 ივნისს, მცხეთის ჯვრის დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გერმანიისა და ავსტრიის ახალგამორჩეული ეპისკოპოსის, არქიმანდრიტ ლაზარეს (სამადბეგიშვილის) ხელდასხმა მოხდება.
წირვას და ეპისკოპოსად ხელდასხმას აღასრულებს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II სინოდის წევრებთან ერთად.
საზეიმო წირვა სვეტიცხოველში 10 საათზე დაიწყება.